მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარლამენტმა დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთხელ გადაავადა
პარლამენტმა დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთხელ გადაავადა

პარლამენტმა დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთხელ გადაავადა

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 18:57|bm.ge

საქართველოს პარლამენტმა დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათის ვადის 4 წლით გაგრძელებას მხარი დაუჭირა.

კერძოდ, პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 81 ხმით მიიღო.

პროექტის თანახმად, 2029 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის პირველ იანვრამდე ხანგრძლივდება უძრავი ქონების მიწოდებისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ვადა. კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობა, მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა პირობა.

როგორც ავტორები განმარტავენ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით უკვე წლებია მოქმედებს პროგრამა დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით. პროცესში ჩართულ ახალ დეველოპერულ კომპანიებს დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად საბანკო დაფინანსება ესაჭიროებათ. ვინაიდან ექსპლუატაციაში მიღების მოქმედი ვადა 2029 წლით განისაზღვრებოდა, კომპანიებისა და საბანკო სექტორის მხრიდან დღის წესრიგში დადგა ვადის გაგრძელების საჭიროება. საკანონმდებლო ჩარჩოს სტაბილურობა ბანკებს საშუალებას მისცემს, უფრო მარტივად გასცენ სესხები და შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები პროექტების ბოლომდე მოსაყვანად.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, შოთა ბერეკაშვილი, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი და ზურაბ რურუა. დოკუმენტი თბილისის მერიის ჩართულობით მომზადდა.

2024 წლის ბოლოს მოსაკრებლისგან გათავისუფლების საშეღავათო ვადა 2025 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სემეკმა GWP ₾75 000-ით დააჯარიმა

სემეკმა GWP ₾75 000-ით დააჯარიმა

BM.GE

რუსეთმა ოდესის ოლქში სამოქალაქო მაღაზიაზე "შაჰიდით" იერიში მიიტანა - ზელენსკი

რუსეთმა ოდესის ოლქში სამოქალაქო მაღაზიაზე "შაჰიდით" იერიში მიიტანა - ზელენსკი

BM.GE

აშშ-ის რვა შტატმა OpenAI-ს სასამართლოში უჩივლა

აშშ-ის რვა შტატმა OpenAI-ს სასამართლოში უჩივლა

BM.GE

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების 3 საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა | სეს

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების 3 საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა | სეს

BM.GE