მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარლამენტმა სამართალდამცავთა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაამტკიცა
პარლამენტმა სამართალდამცავთა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაამტკიცა

პარლამენტმა სამართალდამცავთა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაამტკიცა

BM.GE29 აპრილი, 2026, 21:30|bm.ge

პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მთავრობის სტრუქტურაში ახალი თანამდებობის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებას გულისხმობს.

აღნიშნულ თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

ახალი მინისტრის სტატუსი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარდგენისას დაახასიათა, როგორც ე.წ. „უპორტფელო მინისტრი“. ეს ნიშნავს, რომ: სახელმწიფო მინისტრს არ ეყოლება საკუთარი აპარატი; მისი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს, მამუკა მდინარაძის კაბინეტი უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება.

კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს თავად მთავრობა განსაზღვრავს.

ოფიციალური განმარტებით, ცვლილების მიზანი სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდაა. მინისტრის უფლებამოსილებებში შედის: ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობა; ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვა; უწყებების საქმიანობის შეფასება და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას გაუწევს ურთიერთობას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →საკითხზე →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE