მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „პარვუს ბასრას“ ოზურგეთის სოფელ შემოქმედში ჰესის ასაშენებლად, მიწა 49 წლით სარგებლობაში გადაეცა
„პარვუს ბასრას“ ოზურგეთის სოფელ შემოქმედში ჰესის ასაშენებლად, მიწა 49 წლით სარგებლობაში გადაეცა

„პარვუს ბასრას“ ოზურგეთის სოფელ შემოქმედში ჰესის ასაშენებლად, მიწა 49 წლით სარგებლობაში გადაეცა

BM.GE27 მაისი, 2026, 03:38|bm.ge

მთავრობამ კომპანია „პარვუს ბასრას“ ჰესის ასაშენებლად, ოზურგეთის სოფელ შემოქმედში მიწის ნაკვეთი 49 წლით სარგებლობაში გადასცა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, 328 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე არსებული მშენებარე შენობით სარგებლობისთვის ყოველწლიურად სახელმწიფოს 4 755 ლარი უნდა გადაიხადოს. ეს კი 49 წლის განმავლობაში ჯამში 232 995 ლარია.

„ბასრა 2 ჰესის“ მშენებლობა და ამოქმედება ელექტოენერგეტიკული სისტემის ოპერატორსა და შპნ „პარვუს ბასრას“ შორის 2024 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებითაა განსაზღვრული.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, „პარვუს ბასრა“ 2022 წლის სექტემბერში დაფუძნდა. მისი 83.8%-იანი წილის მფლობელი „პარვუს ჯგუფია“, ხოლო 16.2%-ს სახელმწიფო ენერგეტიკის განვითარების ფონდი.

კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციით, „პარვუს ჯგუფი“ (Parvus Group) ამჟამად გურიის რეგიონში, გომის მთაზე, მდინარე ბჟუჟას ხეობაში ოთხი დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის „ბასრა 1“, „ბასრა 2“, "ბასრა 3“ და "ბასრა 4“ მშენებლობას ასრულებს. აღნიშნული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 30 მეგავატს შეადგენს. ოთხივე ელექტროსადგური ერთად ყოველწლიურად დაახლოებით 120 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE