
პასპორტების გლობალური რეიტინგი განახლდა - აშშ ათეულში ვეღარ მოხვდა
Global Citizen Solutions-მა პასპოსრტების სიძლიერის ახალი გლობალური რეიტინგის გამოაქვეყნა. ანალიტიკურმა ცენტრმა მსოფლიოს 199 პასპორტის მონაცემები და შესაძლებლობები შეაფასა. სწორედ ამ ანალიზის თანახმად გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტმა მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.
როგორც ირკვევა, ქვეყანამ მოწინავე ათეულიდან უვიზო მიმოსვლის შემცირებული შესაძლებლობების გამო ჩამოიწია. სტატისტიკის თანახმად, ამჟამად მოქალაქეებს წინასწარი ვიზის გარეშე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილება უჭირთ.
რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო პასპორტების ათეულს, პირველი ადგილი შვედეთმა დაიკავა. ამ ქვეყნის პასპორტის ძალა 96.05 ქულით განისაზღვრა. ლიდერებს შორის მოხვდნენ: ფინეთი, დანია, გერმანია და ირლანდიაც.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რეიტინგის საუკეთესო ათეულში ევროპული ქვეყნები დომინირებენ. სიაში ერთადერთი არაევროპული სახელმწიფო კი სინგაპურია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო პასპორტების მქონე ქვეყნები ძლიერი ჯანდაცვის სისტემითა და მაღალი ცხოვრების ხარისხით გამოირჩევიან. მათ ასევე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვთ.
საუკეთესო ათეულის სია ასეთია:1. შვედეთი2. შვეიცარია3. ფინეთი4. გერმანია5. ნიდერლანდები6. დანია7. ირლანდია8. დიდი ბრიტანეთი9. ნორვეგია10. სინგაპური
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად დაიხია უკან მობილობის რეიტინგშიც. კერძოდ, თუ ქვეყანა 2021 წელს მე-10 ადგილზე იყო 2026 წელს უკვე 41-ე პოზიციამდე დაეცა. როგორც ირკვევა, ეს კლება 2025 წელს ბრაზილიის მიერ ამერიკელებისთვის სავიზო რეჟიმის აღდგენამ განაპირობა.
საყურადღებო ფაქტია, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მობილობის რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. არაბულმა სახელმწიფომ ეს შედეგი სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმებული სავიზო შეთანხმებების საფუძველზე მიიღო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრესი აქვთ საუდის არაბეთს, კატარს, ბაჰრეინსა და ომანს.
ინფორმაციისთვის, საქართველო ამ რეიტინგში 76-ე ადგილზე მოხვდა. ის სიაში პალაუსა და ტუვალუს შორის მოექცა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა უსწრებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიც არიან ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა და კატარი. ხოლო ჩამორჩება უკრაინას, რომელიც 65-ე ადგილზეა, ასევე სერბეთსა და ისრაელს.
BM.GE
წყარო: bm.ge