მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პატიმრობა და დაზარალებულების კომპენსაცია - სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი დამნაშავედ ცნო
პატიმრობა და დაზარალებულების კომპენსაცია - სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი დამნაშავედ ცნო

პატიმრობა და დაზარალებულების კომპენსაცია - სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი დამნაშავედ ცნო

BM.GE7 აგვისტო, 2026, 01:00|bm.ge

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის თანახმად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მსჯავრდადებულებს დაეკისრათ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაყადაღებული ბრალდებულების ქონებიდან.

უფრო დეტალურად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა შპს „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა გივი წულეისკირმა და ამავე კომპანიაში დასაქმებულმა მეორე ბრალდებულმა თამარ მახარობლიძემ 579 მოქალაქის 34 855 130 ლარი მიისაკუთრეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები მოიპოვაფორმულა
  • სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და პატიმრობა 13 წლით - გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ რეპორტაჟიიმედი
  • პატიმრობიდან გაათავისუფლეს მოზარდი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენნეტგაზეთი
  • რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

"[უცხოური] კომპანიები ტენდერებში დემპინგურ ფასად შედიან" - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის დარგი საფასო შეღავათებს?

"[უცხოური] კომპანიები ტენდერებში დემპინგურ ფასად შედიან" - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის დარგი საფასო შეღავათებს?

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

მშენებარე ბინა, ახალი მანქანა და დანაზოგი - გენერალური პროკურორის ახალი დეკლარაცია

მშენებარე ბინა, ახალი მანქანა და დანაზოგი - გენერალური პროკურორის ახალი დეკლარაცია

BM.GE