მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "პერსპექტივა იქნება სასწავლებლების გაკოტრება"- რა გავლენა ექნება შსს-ს საკანონმდებლო პაკეტს უნივერსიტეტებზე?
"პერსპექტივა იქნება სასწავლებლების გაკოტრება"- რა გავლენა ექნება შსს-ს საკანონმდებლო პაკეტს უნივერსიტეტებზე?

"პერსპექტივა იქნება სასწავლებლების გაკოტრება"- რა გავლენა ექნება შსს-ს საკანონმდებლო პაკეტს უნივერსიტეტებზე?

BM.GE8 ივნისი, 2026, 20:10|bm.ge

მიგრაციულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის და უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო ეფექტიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად შსს ახალ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ამზადებს.

კერძოდ, შსს-ს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში ყოფნის, სწავლების, ბინადრობისა და მიგრაციის პროცესების ახალი მარეგულირებელი ნორმების შემოაქვს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელი სტუდენტების მიღების წესებს ეხება.

შსს-ს ინფორმაციით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის მსურველ უცხოელებს დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. დაანონსებული ცვლილებებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალურ კვოტას მთავრობა განუსაზღვრავს.

რადგან შსს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ საჯაროდ გამოქვეყნებული არ არის, გავრცელებული ინფორმაცია კი რიგ საკითხებს არ აზუსტებს, bm.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა კითხვით, შეეხება თუ არა ეს ინიციატივა კერძო უმაღლეს სასწავლებლებსაც. სამინისტროს პასუხის თანახმად, კვოტირება კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე არ გავრცელდება.

მიუხედავად ვერბალური განმარტებისა განათლების სპეციალისტები თვლიან, რომ თუ ცვლილებების მიზანი მიგრაციის კონტროლია, გაუგებარია, რატომ არ უნდა შეეხოს ის კერძო სასწავლებლებს, სადაც უცხოელი სტუდენტების 90%-ზე მეტი სწავლობს.

“იმ ტექსტიდან, რაც მე წავიკითხე, არ ჩანს, რომ ეს კერძოებს არ ეხება. საუბარია ყველა ავტორიზებულ სასწავლებელზე. დამატებითი ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოიპოვეთ, რომ ეს არ ეხება კერძო სასწავლებლებს, არის ბევრად უფრო ეჭვის გამომწვევი. შეგახსენებთ, ამ კანონპროექტის ინიციატორი არის არა განათლების, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუ საუბარი არის მიგრაციაზე, თუ საუბარი არის ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რატომ უნდა შეეხოს ეს საკითხები მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების უცხოელ სტუდენტებს? ანუ ლოგიკა ამ შემთხვევაში დარღვეულია.

ამიტომ, მე ვივარაუდებდი, რომ კერძოებსაც შეეხებათ ეს ალბათ, თუ არადა მაშინ ამისი ლოგიკური დასაბუთება უბრალოდ აზრს კარგავს. განათლების კონტექსტში რომ შევხედოთ ამას, ეს, რასაკვირველია, დამატებით პრობლემებს შეუქმნის ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს, კერძო იქნება ეს თუ სახელმწიფო, იმიტომ რომ აქ სწავლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

კერძო სასწავლებლების დაფინანსების მთავარი წყარო სწორედაც რომ უცხოელი სტუდენტები არიან, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ აკრძალა სახელმწიფო დაფინანსება კერძო უნივერსიტეტებში. ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებს სახელმწიფომ ასევე განუსაზღვრა პროგრამაზე უცხოელი სტუდენტების კვოტა 5%-ით. ეს კვოტა უკვე განსაზღვრულია და რა საჭირო იყო დამატებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ინიციატივა ამ კონტექსტში აბსოლუტურად გაუგებარია",-აცხადებს ლიკა ღლონტი.

განათლების სპეციალისტის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ კერძო უნივერსიტეტების დაფინანსება შეწყვიტა, უცხოელი სტუდენტები მათი არსებობისა და განვითარების ძირითად წყაროდ იქცნენ. ახალი რეგულაციები კი, რომლებიც ზღუდავს სტუდენტთა მიღებას, პირდაპირი მნიშვნელობით "ახრჩობს" კერძო უნივერსიტეტებს და შესაძლოა მათი გაკოტრება გამოიწვიოს.

“NAEC-მა სტატისტიკა გამოაქვეყნა და ვნახეთ, რომ იმის გამო, რომ სახელმწიფო დაფინანსება აღარ მიჰყვება სტუდენტს კერძო უმაღლეს სასწავლებელში, მკვეთრად დაეცა კონკურსი ამ სასწავლებლებში. სულ რამდენიმე კერძო უნივერსიტეტმა — თავისუფალმა, აგრარულმა, ბტუ-ს (BTU) რამდენიმე პროგრამამ შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა.

რამდენ ხანს გაჰყვება ეს რესურსი ამ უნივერსიტეტებს იმისთვის, რომ დაფარონ თავიანთი ხარჯები და შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური ხარისხი, გაუგებარია. ასე რომ, ეს რეფორმა უკვე "ახრჩობს" კერძო უნივერსიტეტებს და მათთვის გადარჩენის ერთადერთი წყარო იყო სწორედ უცხოენოვან პროგრამაზე უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვა.

ახლა აქაც თუ მოხდა შეზღუდვები და ლიმიტირება და შსს თუ ჩაერია ასე მკაცრად და მკაფიოდ, მაშინ პერსპექტივა იქნება ამ სასწავლებლების უბრალოდ გაკოტრება. გაკოტრება ერთია, მაგრამ აქ ლაპარაკი არის რეპუტაციულ ზარალზე, რომელსაც ქვეყანა მიიღებს. გამოდის, რომ ჩვენ ვებრძვით საერთაშორისო სტუდენტებს და ეს აუცილებლად აისახება საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობაზე და იმაზე, რამდენად წარმატებით მოახერხებენ ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლას”,-აცხადებს ღლონტი.

აღსანიშნია, რომ უცხოელ სტუდენტები ქვეყნის ეკონომიკის სოლიდური კონსტრიბუტორები არიან. საქართველოს უნივერსიტეტებში 45 ათასამდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025/2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 44.4 ათასი შეადგინა, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საინვესტიციო ბანკების შეფასებით, უცხოელი სტუდენტები წლის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 300 მილიონ ლარს ხარჯავენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Siri AI - Apple-მა განახლებული ხმოვანი ასისტენტი წარადგინა

Siri AI - Apple-მა განახლებული ხმოვანი ასისტენტი წარადგინა

BM.GE

"სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი

"სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი

BM.GE

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროებითი შეჩერების ინიციატივა წარადგინა

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროებითი შეჩერების ინიციატივა წარადგინა

BM.GE

"საქართველო დარჩება საიმედო პარტნიორად და გააგრძელებს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას" - ბოჭორიშვილი

"საქართველო დარჩება საიმედო პარტნიორად და გააგრძელებს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას" - ბოჭორიშვილი

BM.GE