მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირი საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენების მომსახურების სანაცვლოდ თაღლითურად ₾365 ათასს დაეუფლა | პროკურატურა
პირი საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენების მომსახურების სანაცვლოდ თაღლითურად ₾365 ათასს დაეუფლა | პროკურატურა

პირი საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენების მომსახურების სანაცვლოდ თაღლითურად ₾365 ათასს დაეუფლა | პროკურატურა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 18:05|bm.ge

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად, მოქალაქეებს თითქოსდა მისაღებ ფასად საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენებას და საჭირო ნებართვების და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას დაჰპირდა და დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა. აღნიშნული მოტივით ბრალდებული სხვა პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 365 273 ლარს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანმხებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

აღსანიშნავია, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ჯგუფის მეორე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

JAMBO-ს ახლად მოხალული, გამორჩეული ყავა უკვე სუპერმარკეტებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ

JAMBO-ს ახლად მოხალული, გამორჩეული ყავა უკვე სუპერმარკეტებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ

BM.GE

ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა - სეს-ი მონიტორინგს აგრძელებს

ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა - სეს-ი მონიტორინგს აგრძელებს

BM.GE

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €3 მილიარდის გამოყოფა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €3 მილიარდის გამოყოფა დაამტკიცა

BM.GE

ფიზიკური პირების სესხების რომელ კატეგორიაშია ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება?

ფიზიკური პირების სესხების რომელ კატეგორიაშია ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება?

BM.GE