მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა - ნახეთ ვიდეო
პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა - ნახეთ ვიდეო

პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა - ნახეთ ვიდეო

BM.GE30 ივნისი, 2026, 18:16|bm.ge

“უნდა არსებობდეს გზა, რომელსაც უწყვეტი განვითარებისკენ მივყავართ“ - ეს 30 წლის წინადანდელი ხედვაა, რომელიც პირველმა საინვესტიციო ბანკმა საქართველოში, გალტ & თაგარტმა ბაზარს გაუზიარა.

1995 წლის ბოლოდან, კომპანია იქცა პირველ გზამკვლევად გლობალურ ფინანსურ სამყაროში. სამი ათწლეულის განმავლობაში, მან საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მომხმარებელს პირველმა შესთავაზა ინოვაციური ონლაინ-სავაჭრო პლატფორმები და დანერგა „მწვანე“ და მდგრადი ობლიგაციების გამოშვების პრაქტიკა ადგილობრივ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის სახელს უკავშირდება საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ქვეყანაში არაერთი ინოვაცია, მათ შორის:

• 2001 წელს მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრული სპექტრი შესთავაზა. • 2006 წელს დაიწყო ქართული კომპანიების მხარდაჭერა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე GDR-ების გამოშვებაში. • 2014 წელს განახორციელა პირველი ობლიგაციების საჯარო განთავსება ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რითაც ახალი ეტაპი დაიწყო ადგილობრივი ბაზრის განვითარებაში. • 2015 წელს Saxo Bank-თან პარტნიორობით, დანერგა საქართველოში პირველი მრავალაქტივიანი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა – G&T Trade • 2021 წელს DriveWealth-თან და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ხელი შეუწყო პირველი ქართულენოვანი საცალო საინვესტიციო პლატფორმის განვითარებას მობილბანკში. • 2023 წელს საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადი, გენდერული და sustainability-linked ობლიგაციების სტრუქტურირებასა და გამოშვებაში პიონერის როლი შეასრულა. • 2024 და 2025 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. • 2026 წელს კი, Global Finance-ის თანახმად, ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო ბანკი გახდა.

დღეს „გალტ ენდ თაგარტი“ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უცვლელად რჩება მთავარ ინიციატორად, მხარდამჭერად და საიმედო პარტნიორად როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის.

იხილეთ გალტ & თაგარტის ვიდეო:

https://www.facebook.com/reel/1668524817735062

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„თუ ვაკის პარკთან ბინა 1$ მლნ ღირს, იგივე ბიუჯეტით, ბერლინშიც შეიძენ სახლს, თუმცა არა ცენტრში“ - "რენტალსი"გერმანიის საბროკერო ბაზარზე გავიდა

„თუ ვაკის პარკთან ბინა 1$ მლნ ღირს, იგივე ბიუჯეტით, ბერლინშიც შეიძენ სახლს, თუმცა არა ცენტრში“ - "რენტალსი"გერმანიის საბროკერო ბაზარზე გავიდა

BM.GE

Disney თითქმის $50-მილიონიან კომპენსაციას გადაიხდის

Disney თითქმის $50-მილიონიან კომპენსაციას გადაიხდის

BM.GE

აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ - უზენაესმა ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ - უზენაესმა ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

BM.GE

$4.3 მლნ-ის კრიპტო, ორი Ferrari და $439,000-ის საათები - გიორგი ბარვენაშვილის დეკლარაცია

$4.3 მლნ-ის კრიპტო, ორი Ferrari და $439,000-ის საათები - გიორგი ბარვენაშვილის დეკლარაცია

BM.GE