მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

BM.GE7 მაისი, 2026, 21:22|bm.ge

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის მიმდებარედ, სოფელ ქვემო მაღაროსთან, 320 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ტექნოლოგიურად განვითარებული აგროპროექტია. პროექტი „მაღარო კაპიტალს“ ეკუთვნის, 21 მილიონი ლარის დაფინანსებით კი მთავარი ფინანსური პარტნიორი თიბისია.

თიბისისა და „მაღარო კაპიტალის“ პარტნიორობა 2021 წელს დაიწყო; სწორედ ამ დროს გადაწყდა თანამედროვე აგროპროექტზე მუშაობა საერთო მიზნით - ევროპული სტანდარტის ნუშის წარმოება საქართველოში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. თიბისის დაფინანსებით, პირველი ბაღი 2023 წელს გაშენდა, სატესტო მოსავალი კომპანიამ 2025 წელს აიღო, მიმდინარე სეზონზე კი 550 ტონა გაუტეხავ ნუშს ელოდებიან.

ბაღი თავიდანვე ევროპული სტანდარტებით დაიგეგმა. პროექტში გამოყენებულია ესპანური, იტალიური, გერმანული და ისრაელური კომპანიების ტექნოლოგია და მასალები. პროცესში, ყველა ეტაპზე გამოცდილი ევროპული კომპანიები ჩაერთნენ - მიწის შერჩევიდან დაწყებული, სარწყავი და ფერტიგაციის სისტემის დანერგვით დასრულებული. ბაღის გასაშენებლად ესპანური ნუშის ჯიშები შეირჩა, რაც მაღალი ხარისხის მოსავალს უზრუნველყოფს. თიბისის დაფინანსებით, კომპანიამ თანამედროვე ინფრასტრუქტურაც მოაწყო, მათ შორის: აშენდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, 130,000 მ³ მოცულობის წყლის რეზერვუარი. ასევე, მოეწყო ავტომატიზებული სარწყავი სისტემა და მეტეოროლოგიური სადგური, რომლებიც ინტეგრირებული ჭკვიანი სისტემების დახმარებით ბაღის მორწყვისა და ფერტიგაციის პროცესის დისტანციურ მართვას უზრუნველყოფენ. ეს მიდგომა წარმოების ეფექტიანობასა და სტაბილურ ხარისხს განაპირობებს.

პროექტი ადგილობრივ დასაქმებასაც უწყობს ხელს. “მაღარო კაპიტალში” მუდმივად 24 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად მომუშავეთა რიცხვი კი 60-ს უტოლდება.

კომპანიის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ექსპორტს უჭირავს. სამიზნე ბაზრებად განიხილება ევროპა, ცენტრალური და შუა აზია - რეგიონები, სადაც მოთხოვნა მაღალია, ხოლო წარმოება შედარებით შეზღუდული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კი დამატებით ლოგისტიკურ უპირატესობას ქმნის, რაც ბოლო წლების სტატისტიკითაც დასტურდება. ბოლო ხუთ წელში საქართველოდან ექსპორტირებული ნუშის მოცულობა წლიურად საშუალოდ 17%-ით, ხოლო მიღებული შემოსავლები 35%-ით იზრდება.

საექსპორტო გეგმების მიღმა, „მაღარო კაპიტალი“ გაფართოებასაც აპირებს - კომპანია დამატებით 200 ჰექტარზე ახალი ბაღის გაშენებასა და გადამმუშავებელი საწარმოს შექმნას განიხილავს.

ნუშის ბაღის პროექტი თიბისის გრძელვადიანი პარტნიორების - GD Holding-ისა და ფერი ჯგუფის - ერთობლივი ინიციატივაა. კომპანიები მრავალი წელია სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ, აგროსფეროთი კი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდნენ. ამ მიმართულებაშიც პარტნიორად თიბისი აირჩიეს, რომელიც 1.2-მილიარდიანი პორტფელისა და მრავალწლიანი გამოცდილების გარდა კლიენტებს მათზე მორგებულ მომსახურებასა და პროდუქტებს სთავაზობს.

მაღარო კაპიტალის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ: www.mcapital.ge

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE