
პირველი თვე საჩუქრად! 25 000 ლარამდე ლიმიტი თვეში მხოლოდ 22 ლარად - თიბისი დაზღვევის ექსკლუზიური შეთავაზება Gulf Club-ის წევრებისთვის
"გალფის" და "თიბისი დაზღვევის" პარტნიორობის ფარგლებში Gulf Club-ის წევრებს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ექსკლუზიური პირობებით შეუძლიათ. 25,000 ლარამდე სადაზღვევო დაფარვა თვეში მხოლოდ 22 ლარად - დაზღვევის პირველი თვე კი მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა. პოლისის გააქტიურება პირდაპირ Gulf Club-ის მობილურ აპლიკაციაშია შესაძლებელი.
ავტომობილის მართვისას სხვისი მანქანის, ქონების ან ჯანმრთელობის შემთხვევით დაზიანებას შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოჰყვეს. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა მძღოლს სწორედ ასეთი მოულოდნელი ხარჯებისგან იცავს - მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს მძღოლის ნაცვლად სადაზღვევო კომპანია დაფარავს.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სპეციალური პირობით სარგებლობა უკვე ხელმისაწვდომია და მისი გააქტიურება Gulf Club-ის მობილური აპლიკაციიდან არის შესაძლებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge