მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება|დეტალები
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება|დეტალები

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება|დეტალები

BM.GE14 ივნისი, 2026, 17:13|bm.ge

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც განათლების სამინისტრო იტყობინება, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge.

ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

"ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად კი, აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: https://skolebi.emis.ge/

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

შეგახსენებთ, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ', - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ვალდებულებები უჩნდებათ ჰესებსა და მზის სადგურებს ქსელთან მიერთებისთვის? - დადგენილება

რა ვალდებულებები უჩნდებათ ჰესებსა და მზის სადგურებს ქსელთან მიერთებისთვის? - დადგენილება

BM.GE

შარშანდელი მოსავლის 15% ვერ გაიყიდა - რა ვითარებაა მარცვლეულის წარმოების სექტორში?

შარშანდელი მოსავლის 15% ვერ გაიყიდა - რა ვითარებაა მარცვლეულის წარმოების სექტორში?

BM.GE

შვეიცარიამ მოსახლეობის 10 მილიონამდე შეზღუდვას მხარი არ დაუჭირა – რეფერენდუმის წინასწარი შედეგები

შვეიცარიამ მოსახლეობის 10 მილიონამდე შეზღუდვას მხარი არ დაუჭირა – რეფერენდუმის წინასწარი შედეგები

BM.GE

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE