მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Playstation-ის შემდეგ დისკების წამკითხველი Xbox-ის კონსოლებზეც გაქრება
Playstation-ის შემდეგ დისკების წამკითხველი Xbox-ის კონსოლებზეც გაქრება

Playstation-ის შემდეგ დისკების წამკითხველი Xbox-ის კონსოლებზეც გაქრება

BM.GE7 ივლისი, 2026, 04:27|bm.ge

Playstation-ის შემდეგ დისკების წამკითხველი Xbox-ის კონსოლებზეც გაქრება. როგორც უცხოური მედია წერს, Microsoft-ის მომავალი თაობის სათამაშო მოწყობილობას, კოდური სახელწოდებით Project Helix-სს დისკებისთვის განკუთვნილი სლოტის გარეშე გამოუშვებს.

Windows Central-ი წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ახალი მოწყობილობის დიზაინში ცვლილებები უკვე შევიდა და ის აღარ შეიცვლება. როგორც მედია წერს, Microsoft-ს ამ ნაბიჯით სათამაშო ინდუსტრიის სრული გაციფრულება სურს.

პარალელურად, მედიაში ვრცელდება ცნობები Microsoft-ის კიდევ ერთი ტექნოლოგიური ინიციატივის შესახებ. The Verge-ის ინფორმაციით, კომპანია არსებულ კონსოლებზე ფიზიკური დისკების ციფრულ ფორმატში გადაყვანის ახალ მექანიზმზე მუშაობს. ახალი ფუნქცია მომხმარებლებს კონსოლში დისკის მოთავსების შემდეგ თამაშის უნიკალური ციფრული ლიცენზიის მიღების შესაძლებლობას მისცემს. შესაბამისად, დისკის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, მფლობელს თამაშზე წვდომა ავტომატურად შეეზღუდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ორ ადამიანს ერთი დისკით სარგებლობა აღარ შეეძლება. არსებული ცნობებით, ეს სიახლე მხოლოდ Xbox One-ისა და Xbox Series X|S-ის თამაშებზე გავრცელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE