მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული ფრთოსანი რაკეტები ჩამოვარდა
პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული ფრთოსანი რაკეტები ჩამოვარდა

პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული ფრთოსანი რაკეტები ჩამოვარდა

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 20:56|bm.ge

უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო იერიშისას პოლონეთის საჰაერო სივრცე სამმა სამხედრო ობიექტმა დაარღვია. პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 ჩამოვარდა.

რაკეტის ვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა, თუმცა ვარშავამ მომხდარი მოსკოვის "პროვოკაციად" შეაფასა და NATO-ს დამატებითი მხარდაჭერა სთხოვა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რაკეტა Kh-101 ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე უკრაინის საზღვრიდან 50 კილომეტრში, სოფელ ნოვი ლიპოვიეცის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მეორე ობიექტი ნოვი ლიპოვიეცის დასავლეთით, რუდნიკ-ნად-სანემის სიახლოვეს დაეცა. რაც შეეხება მესამეს, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი სამხრეთით, მოლოდიჩის მიმდებარედ ჩამოვარდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მომხდარი რეგიონში მიმდინარე დასავლურ სამხედრო წვრთნებს დაუკავშირა. მან აღნიშნა, რომ შემთხვევითობა არ არის ამ ობიექტების ჩამოვარდნა ნოვა დებას ტერიტორიაზე, სადაც პოლონელი სამხედროების მხარდაჭერით "მსურველთა კოალიციის" მომზადება მიმდინარეობს.

ცნობისთვის: დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე სწავლება "კოალიცია 2026" დასავლური გაერთიანების 11 ქვეყანას აერთიანებს. მასში მონაწილე სახელმწიფოები უკრაინაში პოტენციური სამშვიდობო შეთანხმებისთვის ემზადებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების ბლოკირება შეწყვიტა

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების ბლოკირება შეწყვიტა

BM.GE

ჩინეთმა რუსული დრონების კომპონენტების ექსპორტზე კონტროლი გაამკაცრა

ჩინეთმა რუსული დრონების კომპონენტების ექსპორტზე კონტროლი გაამკაცრა

BM.GE

მოგებიანობის შემცირება გვიბიძგებს, დარტყმები საკუთარ თავზე ავიღოთ და ფასებში არ ავსახოთ - Daily Group

მოგებიანობის შემცირება გვიბიძგებს, დარტყმები საკუთარ თავზე ავიღოთ და ფასებში არ ავსახოთ - Daily Group

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE