მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების ბლოკირება შეწყვიტა
უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების ბლოკირება შეწყვიტა

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების ბლოკირება შეწყვიტა

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 21:37|bm.ge

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ბოლო ორი კლასტერის გახსნაზე ბლოკი მოხსნა.

ევროპელმა დიპლომატებმა უკვე დაადასტურეს, რომ ბუდაპეშტი სოფლის მეურნეობასა და მწვანე დღის წესრიგზე მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება. ბრიუსელში მოელიან, რომ ექვსივე მოსამზადებელი კლასტერი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, კლასტერების გახსნის შემდეგ მთავარი ყურადღება კანონის უზენაესობის საკითხებზე გადავა. მოსამზადებელი პუნქტების დასახურად, უკრაინამ და მოლდოვამ კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული მოთხოვნების შესახებ შუალედური კრიტერიუმები ფორმალურად უნდა დააკმაყოფილონ.

ევროკომისიის შეფასებით, მოლდოვას ეს სამუშაო ფაქტობრივად უკვე შესრულებული აქვს და პროგრესის დამადასტურებელ ანგარიშს ბრიუსელი წევრ ქვეყნებს 23 ნოემბრის კვირაში გაუგზავნის.

უკრაინას კი კანონის უზენაესობის რეფორმებზე მუშაობა კვლავ გასაგრძელებელი ექნება, თუმცა ევროპელი დიპლომატების შეფასების, ევროკავშირ-უკრაინის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი კიევის პროგრესის ტემპს "გაასამმაგებს".

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იმედოვნებს, რომ უკრაინა ამ რეფორმებს 2027 წლის ივნისამდე, ევროკავშირის საბჭოში ლიეტუვის თავმჯდომარეობის დასრულებამდე გაატარებს.

ცნობისთვის, უნგრეთი გაფართოების ბოლო ორი კლასტერის დამტკიცებას მიზეზის საჯაროდ დასახელების გარეშე აჭიანურებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 165 სტატია.

  • მაკრონი: „ვფიქრობ, ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა განვიხილოთ“ფორმულა
  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • ზელენსკი უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის მოლაპარაკებებზე: საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვსტვ პირველი
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ჩინეთმა რუსული დრონების კომპონენტების ექსპორტზე კონტროლი გაამკაცრა

ჩინეთმა რუსული დრონების კომპონენტების ექსპორტზე კონტროლი გაამკაცრა

BM.GE

მოგებიანობის შემცირება გვიბიძგებს, დარტყმები საკუთარ თავზე ავიღოთ და ფასებში არ ავსახოთ - Daily Group

მოგებიანობის შემცირება გვიბიძგებს, დარტყმები საკუთარ თავზე ავიღოთ და ფასებში არ ავსახოთ - Daily Group

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული ფრთოსანი რაკეტები ჩამოვარდა

პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული ფრთოსანი რაკეტები ჩამოვარდა

BM.GE