
პოლონეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა|რამ განაპირობა?
პოლონეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში პოლონეთთან ვაჭრობამ 140,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 9 მლნ აშშ დოლარით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ზრდა ამ პერიოდში იმპორტის მატებამ განაპირობა, მაშინ როცა ექსპორტი მცირედით, თუმცა, მაინც შემცირებულია.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში პოლონეთში ექსპორტმა 20,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 21 მლნ აშშ დოლარი იყო), იმპორტმა კი - წელს, 120,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 110,6 მლნ აშშ დოლარი იყო).
წელს, ექსპორტში ტრადიციულად ყურძნის ნატურალური ღვინოები, ტანსაცმელი და თხილი ლიდერობს.
TOP-10 შემდეგნაირად გამოიყურება (2026 წლის იანვარ-მაისი):
• ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7,1 მლნ აშშ დოლარი • ტანსაცმლის თარგების ჩათვლით მზა ნაწარმი - 3,6 მლნ აშშ დოლარი • თხილი და სხვა კაკალი - 3,4 მლნ აშშ დოლარი • სხვა თიხები - 953 100 აშშ დოლარი • ტრიკოტაჟის ქუდები და სხვა თავსაბურავები - 625 800 აშშ დოლარი • საკონდიტრო ნაწარმი შაქრისგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს - 621 100 აშშ დოლარი • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 609 600 აშშ დოლარი • ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 520 500 აშშ დოლარი • მსუბუქი ავტომობილები - 515 600 აშშ დოლარი • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 505 800 აშშ დოლარი
რაც შეეხება იმპორტს, წელს, შაქარი, სამკურნალო საშუალებები და პურ-ფუნთუშეულია მთავარი საიმპორტო პროდუქტები.
TOP-10 შემდეგნაირად გამოიყურება (2026 წლის იანვარ-მაისი):
• შაქარი - 8,2 მლნ აშშ დოლარი • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5,3 მლნ აშშ დოლარი • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 5 მლნ აშშ დოლარი • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 4,2 მლნ აშშ დოლარი • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 3,6 მლნ აშშ დოლარი • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 3 მლნ აშშ დოლარი • ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული - 2,7 მლნ აშშ დოლარი • კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 2,6 მლნ აშშ დოლარი • ელექტრული წყალგამახურებლები - 2,43 მლნ აშშ დოლარი • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 2,42 მლნ აშშ დოლარი