მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Porsche-მ ახალი კონცეპტუალური სუპერქარი Mission S წარადგინა
Porsche-მ ახალი კონცეპტუალური სუპერქარი Mission S წარადგინა

Porsche-მ ახალი კონცეპტუალური სუპერქარი Mission S წარადგინა

BM.GE17 ოქტომბერი, 2026, 04:52|bm.ge

გერმანულმა Porsche-მ ახალი ცენტრალურძრავიანი სუპერქარის, Mission S-ის კონცეპტი წარადგინა. აღნიშნული მოდელი 911 სერიაზე მაღალ საფასო კატეგორიაში იქნება და ბრენდის სამომავლო დიზაინის მიმართულებას განსაზღვრავს.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ახალი პლატფორმა გერმანული ავტომწარმოებლის ფლაგმანური სპორტული ავტომობილების ხაზის შექმნას ჩაუყრის საფუძველს და Mission S-ის დახმარებით Porsche კონკურენციაში შევა Ferrari, Lamborghini და McLaren-თან.

ახალი სუპერქარის ექსტერიერი გლუვი ზედაპირის და 918 Spyder-ისათვის დამახასიათებელ სტილს ეფუძნება. ავტომობილის უკანა ნაწილში დიზაინერებმა მოათავსეს სპეციალური აეროდინამიკური პანელები, რომელთა ზემოთაც აქტიური ფრთა და 917-ის სტილის გამაგრილებელი პროპელერი მდებარეობს.

რაც შეეხება ინტერიერს, კაბინაში მინიმალისტური სტილი და ფიზიკური ღილაკების რენესანსია. მძღოლის წინ ინჟინრებმა განათავსეს ხუთი მექანიკური მაჩვენებელი, რომელთა უკანაც 3D ეფექტის მქონე ციფრული ეკრანებია ჩაშენებული. ცენტრალური სენსორული ეკრანის ნაცვლად სალონში სმარტფონის მაგნიტური დამჭერი განთავსდა, რათა ინტერიერის დიზაინმა ჟამთა სვლას ღირსეულად გაუძლოს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პროექტი ბრენდის ახალი სტრატეგიული ხედვის ნაწილია. Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ლეიტერსმა განმარტა, რომ ახალი სამოდელო ხაზი არ იქნება ისეთი ლიმიტირებული წარმოების, როგორიც Carrera GT ან 918 იყო - უფრო მეტიც, ის გერმანული ბრენდის მუდმივ სამოდელო ხაზად ჩამოყალიბდება, რომელსაც რამდენიმე ვარიანტი ექნება, მათ შორის: შიდა წვის ძრავით, ჰიბრიდული და Plug-in ჰიბრიდით აღჭურვილი. როგორც ცნობილია, Mission S-ის ელექტრო ვერსიის წარმოება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან 100%-ით ელექტრო სუპერქარებზე მოთხოვნა დღეს უკიდურესად დაბალია.

ცნობისთვის, Mission S-ის დიზაინის შექმნისას ავტორებმა შთაგონებად ბრენდის ისტორიული მოდელები გამოიყენეს. კონცეპტის ვიზუალური დეტალები 911-ის, 917-ის, 918-ისა და GT1 სერიების ესთეტიკას იმეორებს.

Mission S-ის სიმძლავრის, ტექნიკური მონაცემების, ფასის და ძრავის ტიპის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი ფინანსური მოლოდინი აქვს ExxonMobil-ს?

როგორი ფინანსური მოლოდინი აქვს ExxonMobil-ს?

BM.GE

ინდონეზიის საფონდო ბირჟა 1998 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა

ინდონეზიის საფონდო ბირჟა 1998 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად დაეცა

BM.GE

G7 AI-თ მართული კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად ერთობლივ სწავლებებს გამართავს

G7 AI-თ მართული კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად ერთობლივ სწავლებებს გამართავს

BM.GE

Nike-ის ახალი მთავარი სახე მაიკლ ოლისე გახდება

Nike-ის ახალი მთავარი სახე მაიკლ ოლისე გახდება

BM.GE