მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პორტუგალიაში საჯარო სივრცეში სახის დაფარვა კანონით აიკრძალება
პორტუგალიაში საჯარო სივრცეში სახის დაფარვა კანონით აიკრძალება

პორტუგალიაში საჯარო სივრცეში სახის დაფარვა კანონით აიკრძალება

BM.GE22 აგვისტო, 2026, 00:49|bm.ge

პორტუგალიის პრეზიდენტმა, ანტონიო ჟოზე სეგურომ, საჯარო სივრცეში სახის დაფარვის ამკრძალავ ახალ რეგულაციას მოაწერა ხელი, რასაც საზოგადოების ნაწილი მუსლიმი ქალების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

ადგილობრივი მედიის მიერ „ბურკის კანონად“ წოდებული დოკუმენტი კრძალავს როგორც იდენტიფიცირების ხელშემშლელი სამოსის ტარებას, ისე პირისთვის სქესის, რელიგიის, ასაკისა თუ წარმოშობის ნიშნით სახის დაფარვის იძულებას. წესის დამრღვევთათვის 150-დან 3 000 ევრომდე ფულადი ჯარიმა წესდება, თუმცა აკრძალვა არ იმოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში - მაგალითად, ჯანმრთელობის, პროფესიული, კლიმატური და სახელოვნებო მიზეზების არსებობისას, ასევე სალოცავებში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საჰაერო ხომალდებზე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახე ადამიანის იდენტობისა და კომუნიკაციის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს.

კანონპროექტი, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგას“ ინიციატივითა და მემარჯვენე ძალების მხარდაჭერით ივლისში დამტკიცდა, იურისტებისა და მემარცხენე ფლანგის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. პორტუგალიის ადვოკატთა ასოციაციამ, პროკურატურის უმაღლესმა საბჭომ და ქალ იურისტთა ასოციაციამ დოკუმენტის შესაძლო არაკონსტიტუციურობაზე გაამახვილეს ყურადღება. ამასთან ერთად, მემარცხენე და მწვანეთა პარტიების წარმომადგენლებმა მემარჯვენეები ისლამოფობიის, რასიზმისა და ქსენოფობიის გაღვივებაში დაადანაშაულეს. მათი შეფასებით, მიღებულ კანონს საერთო არაფერი აქვს ქალთა უფლებებსა თუ უსაფრთხოებასთან და ის მხოლოდ საზოგადოებაში მორალური პანიკის დათესვას ემსახურება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა კრივი რიჰში სავაჭრო ცენტრი დაბომბა - არიან დაღუპულები

რუსეთმა კრივი რიჰში სავაჭრო ცენტრი დაბომბა - არიან დაღუპულები

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

BM.GE

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ₾4.12 მილიონია

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ₾4.12 მილიონია

BM.GE