
რუსეთმა კრივი რიჰში სავაჭრო ცენტრი დაბომბა - არიან დაღუპულები
BM.GE|bm.ge
"რუსეთმა კრივი რიჰში სავაჭრო ცენტრი დაბომბა, დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავებულია 91", - ინფორმაციას უკრაინული ადგილობრივი ხელისუფლება და პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:30 საათზე, რუსებმა ორი დრონით დაარტყეს სავაჭრო ცენტრს კრივი რიჰში.
დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ განჟას ინფორმაციით, დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 91 დაშავდა. მისი თქმით, დაშავებულთაგან 21 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მათ შორის ერთი ბავშვი.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, სავაჭრო ცენტრზე დარტყმიდან ნახევარ საათში რუსებმა მეორე დარტყმა განახორციელეს ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურებზე.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge