მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრემიერი იმედოვნებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმების მიმართ ბიზნესი ინტერესს გამოავლენს
პრემიერი იმედოვნებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმების მიმართ ბიზნესი ინტერესს გამოავლენს

პრემიერი იმედოვნებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმების მიმართ ბიზნესი ინტერესს გამოავლენს

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 19:54|bm.ge

პრემიერი იმედოვნებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმების მიმართ ბიზნესი ინტერესს გამოავლენს, რადგან დღეს კურორტის განვითარებისთვის კარგი ნიადაგია შექმნილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 10 ყოფილი სანატორიუმის აუქციონზე ხელახალი გამოტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა

"მას შემდეგ, რაც აუქციონები დასრულდება, გამოჩნდება, ვის აქვს კონკრეტულად ინტერესი კონკრეტული სანატორიუმების მიმართ. ჩვენთვის მთავარია, რომ კურორტი განვითარდეს. დღეს არის ისეთი ტენდენციები, რომ ამისათვის ძალიან კარგი ნიადაგია შექმნილი და, შესაბამისად, ინტერესით ველით აუქციონის დასრულებას...

ჩვენ ამ კურორტის განვითარების ყველანაირი რესურსი გვაქვს. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ეს აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს შექმნის. ისეთი ტენდენციებია, რომ მგონია, კერძო სექტორი სათანადო ინტერესს გამოავლენს", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, წყალტუბოს სანატორიუმების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოქმედმა დე ფაქტო სანქციებმა შეუშალა ხელი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმი ელექტრონულ აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა [ესენია: „რკინიგზელი“, „ინტურისტი“, „მედეა”, „სავანე“, ყოფილი ბალნეოლოგიური, „აია“, სანატორიუმი „გელათი“, „იმერეთი“, „გეოლოგი“, „მეგობრობა“]. პრივატიზების პირობების მიხედვით, მყიდველებმა 60 თვის, ანუ 5 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყონ ტერიტორიების განვითარება და თანამედროვე სასტუმროებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

რა ბედი ეწია „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტს?

2019 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირადად ჩაუდგებოდა სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. მისი განცხადებით, უნდა გამოსყიდულიყო 22 სასტუმრო და 9 აბანო და მომხდარიყო მათი სრული რეაბილიტაცია კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ 2022 წელს დაიწყო. თავდაპირველად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ჯამური ღირებულება 50 მლნ ლარი იყო.

პროექტის ფარგლებში სულ 7 სანატორიუმი გაიყიდა, თუმცა მათგან 3 სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა. ამჟამად პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. ამ ობიექტების ჯამურმა საპრივატიზებო ღირებულებამ 16 265 300 ლარი შეადგინა.

ახლად გამოცხადებული აუქციონების ფარგლებში სახელმწიფო წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებას და კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ახალი ინვესტორების მოზიდვას ცდილობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

ტრამპმა პუტინსა და სი ძინპინთან სამმხრივი სამიტის გამართვის მზადყოფნა გამოთქვა

ტრამპმა პუტინსა და სი ძინპინთან სამმხრივი სამიტის გამართვის მზადყოფნა გამოთქვა

BM.GE

რატომ იზრდება ავტოიმპორტი ჩინეთიდან და მცირდება აშშ-დან? | "რობანი მოტორს ენდ ავტოს" შეფასება

რატომ იზრდება ავტოიმპორტი ჩინეთიდან და მცირდება აშშ-დან? | "რობანი მოტორს ენდ ავტოს" შეფასება

BM.GE

ბათუმის ხელოვნური კუნძული გლობალურ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს - რას ნიშნავს BNI Global-ის წევრობა "ამბასადორისთვის"?

ბათუმის ხელოვნური კუნძული გლობალურ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს - რას ნიშნავს BNI Global-ის წევრობა "ამბასადორისთვის"?

BM.GE