მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ იზრდება ავტოიმპორტი ჩინეთიდან და მცირდება აშშ-დან? | "რობანი მოტორს ენდ ავტოს" შეფასება
რატომ იზრდება ავტოიმპორტი ჩინეთიდან და მცირდება აშშ-დან? | "რობანი მოტორს ენდ ავტოს" შეფასება

რატომ იზრდება ავტოიმპორტი ჩინეთიდან და მცირდება აშშ-დან? | "რობანი მოტორს ენდ ავტოს" შეფასება

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 20:44|bm.ge

„რობანი მოტორს ენდ ავტოს“ დამფუძნებლის ელგუჯა ჯამაგიძის შეფასებით, ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის ზრდის ტენდენცია, ძირითადად, მსხვილი კომპანიების მიერ შოურუმებისა და საწყობების შევსებით არის გამოწვეული და არა ფართო მომხმარებლის მხრიდან რეალური მოთხოვნით. დარგის წარმომადგენლები ამ ტენდენციას დროებითს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს ბაზარს ვერ გარდაქმნის. ამის შესახებ ელგუჯა ჯამაგიძემ "საქმის კურსთან" ავტომობილების იმპორტის 9 თვის მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

„ჩინეთიდან იმპორტის ზრდა რექსპორტზე დიდ გავლენას ვერ ახდენს, რადგან შუა აზიის ქვეყნებს - ყაზახეთსა და ყირგიზეთს, ჩინეთთან პირდაპირი წვდომა აქვს. ეს ზრდა უფრო კომპანიების მხრიდან შოურუმების შევსებით არის გამოწვეული. მომხმარებელთან ჯერ ეს რაოდენობა არ გასულა. ვვარაუდობ, რომ გაზაფხულისთვის ჩინური ავტომობილების შემოსვლა დაიკლებს, რადგან ჩინეთში ჰიბრიდული და ელექტრო ავტოწარმოების სუბსიდირების ეტაპობრივი შემცირებაცაა მოსალოდნელი. ბრენდული ჩინური ავტომობილი საკმაოდ ძვირია და ადგილობრივი მომხმარებელი ისევ ამერიკულ ან ევროპულ ბრენდებს მიანიჭებს უპირატესობას“, - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

მისივე ანალიზით, ამერიკიდან იმპორტის შემცირება ერთი მხრივ, ადგილობრივ რეგულაციებს უკავშირდება, მეორე მხრივ კი საწვავის გაძვირებას. გარდა ამისა, ავტოიმპორტიორი ამბობს, რომ სავაჭრო აუქციონებზე შეინიშნება ამერიკელი ავტომოვაჭრეების მომრავლება, რაც მათივე მხრიდან მეორად ავტომობილებზე გაზრდილ მოთხოვნას და შესაბამისად, გაზრდილ კონკურენციას ადასტურებს.

ინფორმაციისთვის, იანვარ-სექტემბრის ვაჭრობის წინასწარ მონაცემებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 13.3%-ით 2.6 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც მთლიანი იმპორტის 18.4%-ია და შემცირების მიუხედავად საიმპორტო საქონლის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მცირდება/FDI-ის რეალური სურათი

ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მცირდება/FDI-ის რეალური სურათი

BM.GE

ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის საქმეზე "გამოძიება გრძელდება" - რა იციან უწყებებმა ერთი თვის შემდეგ?

ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის საქმეზე "გამოძიება გრძელდება" - რა იციან უწყებებმა ერთი თვის შემდეგ?

BM.GE

Keystone Agro წარმოების გაფართოებას გეგმავს - კომპანიამ სეზონზე 800 ტონამდე მოცვის მოსავალი მიიღო

Keystone Agro წარმოების გაფართოებას გეგმავს - კომპანიამ სეზონზე 800 ტონამდე მოცვის მოსავალი მიიღო

BM.GE

JPMorgan-მა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებაში $5 მილიარდი დააბანდა

JPMorgan-მა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებაში $5 მილიარდი დააბანდა

BM.GE