მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტარები - ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი 2027 წელს?
პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტარები - ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი 2027 წელს?

პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტარები - ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი 2027 წელს?

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 23:50|bm.ge

ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 1.2 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწევს. აქედან სამინისტროებში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურება 316 მილიონი ლარით, 3.73 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. საჯარო სექტორის მოხელის საბაზო ხელფასი კი 8%-ით, 1735 ლარამდე გაიზრდება.

ხელფასების ზრდა შეეხება ყველა კატეგორიის საჯარო მოხელეს, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე. 2026 წელს საბაზო ხელფასი თვეში 1 600 ლარს შეადგენდა, ხოლო 2027 წლიდან ის 1 735 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული საბაზო მაჩვენებელი მრავლდება კონკრეტული თანამდებობისთვის განსაზღვრულ კოეფიციენტზე, რის შედეგადაც ავტომატურად იზრდება როგორც რიგითი საჯარო მოხელეების, ისე პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება.

უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურება 2027 წელს ასე განისაზღვრება:

• პრეზიდენტი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; 2026 წელთან შედარებით ზრდა: 16 200 ლარი • პრემიერ-მინისტრი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; ზრდა: 16 200 ლარი • მინისტრი – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 176 970 ლარი; ზრდა: 13 770 ლარი • მინისტრის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 7.5; წლიური ხელფასი: 156 150 ლარი; ზრდა: 12 150 ლარი • მინისტრის მოადგილე – კოეფიციენტი: 7.25; წლიური ხელფასი: 150 735 ლარი; ზრდა: 11 535 ლარი • პარლამენტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; ზრდა: 16 200 ლარი • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 9.2; წლიური ხელფასი: 191 544 ლარი; ზრდა: 14 904 ლარი • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 9; წლიური ხელფასი: 187 380 ლარი; ზრდა: 14 580 ლარი • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.6; წლიური ხელფასი: 178 452 ლარი; ზრდა: 13 332 ლარი • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 8.3; წლიური ხელფასი: 172 602 ლარი; ზრდა: 13 242 ლარი • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.2; წლიური ხელფასი: 170 634 ლარი; ზრდა: 13 194 ლარი • პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 176 970 ლარი; ზრდა: 13 770 ლარი • პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.1; წლიური ხელფასი: 168 507 ლარი; ზრდა: 12 987 ლარი • პარლამენტის წევრი – კოეფიციენტი: 8; წლიური ხელფასი: 166 560 ლარი; ზრდა: 12 960 ლარი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს კარგს არაფერს მისცემსიმედი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკიმ და იაპონიის პრემიერმა უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების საკითხები განიხილესფორმულა
  • ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნებატვ პირველი
პრემიერი →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

ასწლიანი იტალიური ისტორიის შემდეგ, Gucci-მ ჩინეთში დამზადებული ფეხსაცმლის მოდელი გამოუშვა

ასწლიანი იტალიური ისტორიის შემდეგ, Gucci-მ ჩინეთში დამზადებული ფეხსაცმლის მოდელი გამოუშვა

BM.GE

აშშ-მა ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ორგანო GRECO დატოვა

აშშ-მა ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ორგანო GRECO დატოვა

BM.GE

ყაზახეთმა და გერმანიამ $2 მილიარდის ღირებულების შეთანხმებები გააფორმეს

ყაზახეთმა და გერმანიამ $2 მილიარდის ღირებულების შეთანხმებები გააფორმეს

BM.GE

აშშ-მა ერაყიდან ჯარების გაყვანა ოფიციალურად დაასრულა

აშშ-მა ერაყიდან ჯარების გაყვანა ოფიციალურად დაასრულა

BM.GE