მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „პრობლემა იქნებოდა, ხარვეზი რომ გამოვლენილიყო და მასზე რეაგირება არ მომხდარიყო" - სოხაძე სამტრედია–გრიგოლეთის გზაზე
„პრობლემა იქნებოდა, ხარვეზი რომ გამოვლენილიყო და მასზე რეაგირება არ მომხდარიყო" - სოხაძე სამტრედია–გრიგოლეთის გზაზე

„პრობლემა იქნებოდა, ხარვეზი რომ გამოვლენილიყო და მასზე რეაგირება არ მომხდარიყო" - სოხაძე სამტრედია–გრიგოლეთის გზაზე

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 16:54|bm.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოვლენილ ნებისმიერ ხარვეზს შესაბამისი და დროული რეაგირება მოჰყვეს. ამის შესახებ მან სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ახლად გახსნილ მონაკვეთზე გამოვლენილ ლოკალურ დეფორმაციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა აღმოსაფხვრელად მოძრაობა ოთხი დღით დროებით შეიზღუდა.

რევაზ სოხაძის განმარტებით, დასრულებულ საგზაო პროექტებზე მოქმედებს ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო პერიოდი. ამ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება კონტრაქტორის ვალდებულებაა და შესაბამის სამუშაოებს კომპანია საკუთარი ხარჯით ახორციელებს.

„ნებისმიერ დასრულებულ გზაზე მოქმედებს საგარანტიო პასუხისმგებლობა. ეს ნიშნავს, რომ თუ საგარანტიო პერიოდში გარკვეული ხარვეზი გამოვლინდა, კონტრაქტორი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით გამოასწოროს ის. განსაკუთრებით ისეთი რთული საინჟინრო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში, როგორიც გზებია, ექსპლუატაციის პროცესში შესაძლებელია გარკვეული ხარვეზების გამოვლენა და სწორედ ამიტომ არსებობს საგარანტიო ვალდებულება.

პრობლემა იქნებოდა, ხარვეზი რომ გამოვლენილიყო და მასზე რეაგირება არ მომხდარიყო. ამ შემთხვევაში ხარვეზები გამოვლინდა, კონტრაქტორს მიეცა მათი გამოსწორების დავალება და სამუშაოებს საკუთარი ხარჯით ასრულებს. სწორედ ამისთვის შეიზღუდა მოძრაობა რამდენიმე დღით, რათა სამუშაოები უმოკლეს ვადაში შესრულდეს”, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ პროექტზე წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლება და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საზოგადოებას ყოველთვის ღიად აწვდიდნენ ინფორმაციას.

„სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე ჩვენ ყოველთვის ღიად ვსაუბრობდით არსებულ პრობლემებზე. აქ გვქონდა შემთხვევა, როდესაც სამშენებლო სამუშაოები არასწორად შესრულდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პასუხისმგებლობაში არიან მიცემული შესაბამისი პირები და, ამავე დროს, მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა იმ კომპანიებთან, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდნენ”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე პროექტზე არსებული პრობლემების გამოსწორება მიმდინარეობს და შესაბამისი კონტრაქტორი სამუშაოებს აგრძელებს.

„ახლა მიმდინარეობს ამ პრობლემების გამოსწორება. შესაბამისი კონტრაქტორი აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება და ეს დასამალი არ არის. ჩვენ ამ პრობლემაზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობდით და საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდით”, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტოკიოს საერთაშორისო გამოფენა Tourism EXPO Japan-ში 10-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა

ტოკიოს საერთაშორისო გამოფენა Tourism EXPO Japan-ში 10-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა

BM.GE

ტაივანური TCC უკრაინულ ცემენტის მწარმოებელ კომპანიას €750 მილიონად ყიდულობს

ტაივანური TCC უკრაინულ ცემენტის მწარმოებელ კომპანიას €750 მილიონად ყიდულობს

BM.GE

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლის

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლის

BM.GE

რუსეთში გაკოტრებული დეველოპერული კომპანიების რიცხვი 41%-ით გაიზარდა

რუსეთში გაკოტრებული დეველოპერული კომპანიების რიცხვი 41%-ით გაიზარდა

BM.GE