მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროდუქციაზე ფასის კლების ყველაზე ნაკლები რესურსი ადგილობრივი წარმოების ნაწილშია - ალექსანდრე რატიშვილი
პროდუქციაზე ფასის კლების ყველაზე ნაკლები რესურსი ადგილობრივი წარმოების ნაწილშია - ალექსანდრე რატიშვილი

პროდუქციაზე ფასის კლების ყველაზე ნაკლები რესურსი ადგილობრივი წარმოების ნაწილშია - ალექსანდრე რატიშვილი

BM.GE6 მაისი, 2026, 13:15|bm.ge

პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის „ემბისი ჯორჯიას“ დირექტორი აცხადებს, რომ ყველაზე ნაკლებად ფასების შემცირების რესურსი ადგილობრივ ნაწარმზეა.

ამის შესახებ BMG-სთან ალექსანდრე რატიშვილმა რიტეილ სექტორის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

საქმე ისაა, რომ „რითეილ ასოციაციის“ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სავაჭრო ქსელებში “საოჯახო კალათის” ინიციატივის განხორციელებას იწყებენ , რაც მარკეტებში მათ მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალური ფასების პოლიტიკის ამოქმედებას გულისხმობს. თუმცა გაერთიანებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩაერთონ როგორც მწარმოებლები, ასევე დისტრიბუტორები.

ალექსანდრე რატიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოება მთლიანადაა იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებული და კომპანიები მინიმალური მოგების მარჟებით მუშაობენ. თუმცა მისივე თქმით, თუ სავაჭრო ქსელების მხრიდან მწარმოებლებისთვის დაწესებული კომერციული პირობები გადაიხედება, ეს პროდუქციის გაიააფების საშუალებას მისცემს.

“ჩვენ როდესაც ვაწარმოებთ პურპროდუქტებს და საკონდიტრო ნაწარმს, 99% ინგრედიენტების, რომელსაც მოვიხმართ, არის იმპორტირებული. კვირა არ გავა, რაღაც არ შეიცვალოს, თვე არ გავა რაღაც არ შეიცვალოს. ფქვილის, შაქრის, მარგარინის ფასი - სულ მერყევია. იმიტომ რომ ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული.

შესაბამისად, რა ფასადაც მოდის პროდუქტი, ის ფასი აისახება, რა თქმა უნდა, თვითღირებულებაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველკვირეულად ჩვენ ვცვლით ფასებს, რის გამოც, რა თქმა უნდა, ზარალს იღებს წარმოება. ამიტომ ყველაზე ნაკლები რესურსი ფასის კლების მიმართულებით არის ადგილობრივი წარმოების ნაწილში. ყველაზე მინიმალური მოგების მარჟებით მუშაობს ადგილობრივი წარმოება. ეს მოცემულობაა.

თუმცა მზად ვართ, რა თქმა უნდა, თუ რითეილერები კომერციულ პირობებს გადახედავენ და ბევრად უფრო შეღავათიან პირობებს მოგვცემენ, ფასი ავტომატურად, იმ წუთასვე შემცირდება. ამის გარანტიას ვიძლევი. კომერციული პირობები და ის პირობები, რასაც რითეილში შესვლისას ვაწყდებით ადგილობრივი მწარმოებლები, ეს ყველაფერი შემდეგ მოქმედებს მიწოდების ფასებზე და ეს [საბოლოო ფასში] აისახება. თუ კომერციული პირობების გადახედვა, შემსუბუქება მოხდება, ჩვენც მზად ვართ, რა თქმა უნდა, მომენტალური რეაგირება მოვახდინოთ ფასების კუთხით.

ფასების კლების რესურსი ნამდვილად არსებობს, თუკი ჩვენსა და რითეილერების ურთიერთობაში გადახედილი იქნება და შემსუბუქდება ის კომერციული პირობები, რომლებსაც ისინი გვიყენებენ ჩვენი პროდუქტის თაროზე მოხვედრის სანაცვლოდ”, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • დავით სონღულაშვილი: იმერეთი აგრო სასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციაიმედი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →

მსგავსი სტატიები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

BM.GE