მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროფესიული სასწავლებლების დიპლომები უმაღლესში კრედიტების სახით იქნება აღიარებული - მინისტრი
პროფესიული სასწავლებლების დიპლომები უმაღლესში კრედიტების სახით იქნება აღიარებული - მინისტრი

პროფესიული სასწავლებლების დიპლომები უმაღლესში კრედიტების სახით იქნება აღიარებული - მინისტრი

BM.GE28 მაისი, 2026, 20:24|bm.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პარლამენტთან ერთად ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც დღეს მოქმედი 7 სხვადასხვა კანონის ერთ კოდექსში გაერთიანებას (კოდიფიცირებას) ითვალისწინებს.

მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ევროპული პრაქტიკის დანერგვა იქნება, რომლის მიხედვითაც, პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები უნივერსიტეტებში, იმავე მიმართულებაზე, კრედიტების სახით უნდა აღიარონ.

მინისტრის თქმით, უწყებაში უკვე ორ თვეზე მეტია სპეციალური სამუშაო ჯგუფი მოქმედებს, ხოლო კანონპროექტს პარლამენტს, სავარაუდოდ, საშემოდგომო ან საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენენ.

„სამინისტროში უკვე ორ თვეზე მეტია შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც განათლების საფეხურის ყველა მიმართულების წარმომადგენლები და ექსპერტები არიან ჩართული. პარლამენტთან და პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან ქალბატონ მარიამთან ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს, ასევე იურიდიულ კომიტეტთან და ჩვენ დავიწყეთ ახალი კანონის პროექტის შემუშავება. ეს არის განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონპროექტი, რომელმაც უნდა კოდიფიცირება მოახდინოს დღეს მოქმედი 7 კანონის, რომელიც ძალიან ხშირად ექვემდებარება გადასინჯვას და ცვლილებების შეტანას.

ჩვენ გვაქვს ასეთი ხედვა, რომ საშემოდგომო სესიისთვის დიდი ალბათობით ეს კანონპროექტი უკვე დასრულებული იქნება, თუმცა ჩვენ არ ვჩქარობთ. ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებული და თუ უფრო მეტი დრო დაგვჭირდა მაშინ შეიძლება საგაზაფხულო სესიისთვის წარვადგინოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მისი პრესტიჟის გაზრდაა. ახალი კანონპროექტით, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უმაღლეს განათლებაზე გადასვლა გაუმარტივდებათ, რაც ქვეყანაში არსებულ 29 სახელმწიფო კოლეჯს შეეხება.

„ამ კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ პროფესიულ მიმართულებაზე, სადაც ცალკე თავი იქნება, ჩვენ ვაპირებთ რომ ჩავდოთ ის პრაქტიკა, რაც ევროპულ გამოცდილებაში ბევრ ქვეყანაში არსებობს, რომ პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები კრედიტის სახით იყოს აღიარებული უმაღლეს სასწავლებლებში იგივე მიმართულებებზე.

ამიტომ ჩვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივით ძალიან ახლო მომავალში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ფორმატში მოგმართავთ, რაც რა თქმა უნდა პროფესიული სასწავლებლების პრესტიჟულობას კიდევ უფრო მეტად მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო მეტ პრესტიჟს შესძენს. ამასთანავე გეტყვით რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის დღესდღეობით 29 სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითებარუსთავი 2
  • ფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაიმედი
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE