მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარადგინა - გიორგი უძილაურს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარადგინა - გიორგი უძილაურს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარადგინა - გიორგი უძილაურს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

BM.GE6 მაისი, 2026, 20:14|bm.ge

პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს და „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი უძილაურს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა აწარმოა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მაღალ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოხელე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

საგამოძიებო უწყების ვერსიით, გიორგი უძილაური მოქმედებდა უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით. სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას; აღნიშნულს აკეთებდა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს.

„დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ბრალდების მხარე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

გიორგი უძილაური წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც საჯარო სექტორში, ისე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სტრუქტურებში. ჯერჯერობით უცნობია თავად ბრალდებულის ან მისი ადვოკატის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • იოსელიანი ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაში გადასვლას მიესალმებატვ პირველი
  • ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმებაფორმულა
  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურარუსთავი 2
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიებაიმედი
პროკურატურამ →პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE