მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროკურატურამ "იმერეთის აგრო ზონის" ხელმძღვანელების მიერ ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ "იმერეთის აგრო ზონის" ხელმძღვანელების მიერ ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ "იმერეთის აგრო ზონის" ხელმძღვანელების მიერ ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 16:15|bm.ge

საქართველოს პროკურატურამ „იმერეთის აგრო ზონის“ ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინფორმაცია BMG-ის პროკურატურაშიც დაუდასტურეს.

ცნობისთვის: შპს "იმერეთის აგრო ზონა" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-მა - სოფლის განვითარების სააგენტომ 2017 წელს დააფუძნა. მიზანი სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარება იყო. "იმერეთის აგრო ზონის" ტერიტორია დაყოფილია ორ ნაკვეთად: 159 ჰა წყალტუბოს და 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. პროექტის თანახმად, სახელმწიფო შპს-ს ინვესტორები უნდა მოეზიდა, ხოლო საქართველოს მთავრობა 220 ჰექტარ ფართობზე გარე და შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას, ნაკვეთის სრულ შემოღობვას, უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას, ელექტროენერგიით, გაზით, სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგებასა და ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემის მოწყობას უზრუნველყოფდა. შედეგები, BMG-ისთვის უცნობია.

სახელმწიფო კომპანია „იმერეთის აგრო ზონის“ ხელმძღვანელი პირების მიერ ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება შპს ,,იმერეთის აგრო ზონის’’ ხელმძღვანელი პირების მიერ, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ააიპ ,,სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს’’ შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული, შპს "იმერეთის აგრო ზონის" 2019-2025 წლების საქმიანობის ფულადი სახსრების კანონიერებისა და მიზნობრიობის აუდიტის მასალები”, - უთხრეს BMG-ის პროკურატურაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება) მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შპს "იმერეთის აგრო ზონის” ვებგვერდზე ბოლო სიახლე 2023 წლით თარიღდება. სახელმწიფო კომპანიის დირექტორი იმ პერიოდში არჩილ ბუკია. ბიზნესრეესტრის თანახმად, ამჟამად “იმერეთის აგრო ზონის” ხელმძღვანელი ლევან უროტაძე ასრულებს.

BMG კომენტარისთვის არჩილ ბუკიასთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ. დავუკავშირდით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც და მეტი დეტალის გაგების შემთხვევაში, მასალას განვაახლებთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • გიორგი დავითაძის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილება გასაჩივრდება - იურისტები გამოძიების განახლებას ითხოვენტვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაასრულაფორმულა
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიებაიმედი
პროკურატურამ →გამოძიება →

მსგავსი სტატიები

"სარფის" საბაჟოზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა | RS

"სარფის" საბაჟოზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა | RS

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

“ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

“ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

BM.GE

უცხო ქვეყნის მოქალაქემ გათბობის სისტემების შეძენა-მონტაჟის დაპირებით დაზარალებულის ₾136 000 მიისაკუთრა | პროკურატურა

უცხო ქვეყნის მოქალაქემ გათბობის სისტემების შეძენა-მონტაჟის დაპირებით დაზარალებულის ₾136 000 მიისაკუთრა | პროკურატურა

BM.GE