მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროკურატურის განცხადებით, თაღლითური "ქოლ-ცენტრების" გამოსავლენად უცხოურ გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობენ
პროკურატურის განცხადებით, თაღლითური "ქოლ-ცენტრების" გამოსავლენად უცხოურ გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობენ

პროკურატურის განცხადებით, თაღლითური "ქოლ-ცენტრების" გამოსავლენად უცხოურ გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობენ

BM.GE20 მაისი, 2026, 23:50|bm.ge

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყება აქტიურად არის ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ე.წ. „თაღლითური ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის გამოვლენასა და გამოძიებაში. ამის შესახებ პროკურატურის 2025 წლის ანგარიშში არის აღნიშნული.

პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ და საპროკურორო უწყებებთან თანამშრომლობაზე.

პროკურატურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა სხვადასხვა ქვეყანაში სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით 108 შუამდგომლობა გააგზავნა, ხოლო უცხოეთიდან მიღებული 96 მოთხოვნა შეასრულა.

"საქართველოს პროკურატურა აქტიურად არის ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების, მათ შორის, ე.წ. „თაღლითური ქოლ-ცენტრების“ ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენა, უკანონო აქტივების კვალზე მიდევნება, აღმოჩენა და შემდგომი კონფისკაცია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან ეფექტურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ორგანიზებული დანაშაული სულ უფრო ხშირად ოპერირებს ტრანსნაციონალური მასშტაბით. ტრანსნაციონალური თაღლითობის (მათ შორის,ე.წ.„თაღლითური ქოლ-ცენტრების“), კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების გამოვლენა, უკანონო აქტივების კვალზე მიდევნება, აღმოჩენა და შემდგომი კონფისკაცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობაზე.

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები იყენებენ საერთაშორისო თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებს, მათ შორის, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის (MLA), ინტერპოლის (Interpol), კარინის (Carin), ევროპოლის (Evropol), ეგმონტის ჯგუფის (Egmont Group) თანამშრომლობის გზებს. ამასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩო არ შემოიფარგლება მხოლოდ დადგენილი სამართლებრივი რეგულაციებით. პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლის ოპერატიული საშუალებები, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის გამარტივებული პროცედურები და ევროჯასთის მხარდაჭერით შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფები. მაგალითისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა 2025 წელს სხვადასხვა ქვეყანაში გააგზავნა 108 შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით და შეასრულა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე უცხოეთიდან მიღებული 96 თხოვნა,"- ნათქვამია პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • იოსელიანი ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაში გადასვლას მიესალმებატვ პირველი
  • ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმებაფორმულა
  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურარუსთავი 2
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიებაიმედი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE