მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქარელში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ₾10 მლნ დახარჯვა იგეგმება
ქარელში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ₾10 მლნ დახარჯვა იგეგმება

ქარელში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ₾10 მლნ დახარჯვა იგეგმება

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 15:53|bm.ge

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2026 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში 10 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების შედეგად გაუმჯობესდება სარწყავი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და ფერმერებისთვის წყლის მიწოდების შესაძლებლობები.

ქარელის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 5 333 558 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 066 899 ლარზე მეტი ღირებულების ორი პროექტი - შაქშაქეთის დიუკერის ავარიული წყალგამშვები ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე ხიდის მოწყობა.

ამასთან, დაგეგმილია მდინარე მტკვრიდან სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის წყალაღების უზრუნველყოფის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 2 100 000 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 3 240 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

სამინისტროს ცნობითვე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 2026 წელს რეგიონში ჯამში 21 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება, რომელთა შედეგად წყალუზრუნველყოფა 13 600 ჰექტარზე გაუმჯობესდება. რეგიონში უკვე დასრულებულია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 პროექტი, ხოლო დაგეგმილია კიდევ 2 პროექტის განხორციელება.

ამასთან, საექსპლუატაციო ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გაიწმინდა და მოწესრიგდა 278 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 18 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხოლო სხვადასხვა ტიპის 294 ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეიცვალა ან შეკეთდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

BM.GE

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE