მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ
ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ

ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 23:00|bm.ge

19 სექტემბერს, კანადაში, მონრეალის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე - ANIMAZE ქართულ ანიმაციურ მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ.

“რა ფერია შენი სიზმრები?” ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაა, რომელიც ფესტივალის ჟიურიმ 2026 წლის ოფიციალურ სელექციაში შეარჩია.

ანიმაციურ ფილმს მონრეალის კინოთეატრ Cinéma du Musée-ში ნახავს საერთაშორისო აუდიტორია.

ფილმზე “რა ფერია შენი სიზმრები?” რეჟისორებმა ტყუპმა ძმებმა გიორგი და დავით პაპუაშვილებმა იმუშავეს. მუსიკოსმა BETKHO-მ (ირაკლი მანჩხაშვილი) სპეციალურად ანიმაციისათვის შექმნა მუსიკა.

ფილმის ადგილობრივი პრემიერა 2025 წლის 13 მარტს, კინოთეატრ კავეაში შედგა. საქართველოში ანიმაციის ნახვას მაყურებელი ოქტომბერში - ბათუმში, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ “თოფუზსა” და ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შეძლებს

გასულ წელს, Melitina Foundation-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე ძმები პაპუაშვილები შეირჩნენ პროექტის განსახორციელებლად. მათ, არსებული სცენარის საფუძველზე, რომლის ავტორიც მელიტინა ჯიღაურიშვილია, შექმნეს ანიმაცია, რომლის საფესტივალო მოგზაურობის ნაწილია აღნიშნული ფესტივალი. ფილმის ჩვენება სექტემბრის დასაწყისში, ბულგარეთში, ვარნას ანიმაციური ფილმების ფესტივალზე, ანიმაციური ფილმების ავტორის, პროდიუსერის და “საქანიმას” დამფუძნებლის მარიამ კანდელაკის მასტერკლასის ფარგლებში გაიმართა: A Journey through Georgian Animation.

Melitina Foundation (ფონდი მელიტინა) 2025 წელს დაარსდა, რომლის ინსპირაცია 17 წლის მელიტინა და მისი შემოქმედებითი ხედვა გახდა. ფონდის მიზანია, ახალგაზრდა კინოპროფესიონალების ხელშეწყობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE