მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი ბელარუსში - რა განიხილეს ორი ქვეყნის უწყებების წარმომადგენლებმა
ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი ბელარუსში - რა განიხილეს ორი ქვეყნის უწყებების წარმომადგენლებმა

ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი ბელარუსში - რა განიხილეს ორი ქვეყნის უწყებების წარმომადგენლებმა

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 23:07|bm.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე ივან სმილიგინს და საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდნენ - ინფორმაციას თავად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის დინამიკა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია, მათ შორის, საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, აგრეთვე სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებისა და ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებზე.

"საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და მზარდია ინტერესი კერძო ბიზნესისა და ინვესტორების მხრიდან. მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შექმნა", - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.

საუბარი ასევე შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ინვესტიციების მოზიდვის, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.

"საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს დადებითად ვაფასებთ. ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა კადრების პროფესიული მომზადების მიმართულებით", - განაცხადა ივან სმილიგინმა.

შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოდან ბელარუსში ექსპორტის დინამიკა არაერთგვაროვანი იყო: 2020 წელს ექსპორტმა 47.3 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი 59.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მომდევნო წლებში კლების ტენდენცია დაფიქსირდა და მაჩვენებელი 2022 წელს $56.4 მილიონამდე, 2023 წელს - $37.9 მილიონმდე, ხოლო 2024 წელს $36.7 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

2025 წელს ექსპორტი კვლავ გაიზარდა და 42.9 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, 2026 წლის ცხრა თვეში (იანვარ-სექტემბერი) კი ბელარუსში 28.3 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.

2026 წლის 9 თვეში ბელარუსში ექსპორტირებული TOP 10 პროდუქტი:

სასაქონლო ჯგუფი ღირებულება მოცულობა 1 ეთილის სპირტი არადენატურირებული (80%-ზე ნაკლები კონცენტრაციით) და სპირტიანი სასმელები 9.25 მლნ აშშ დოლარი 2 232.7 ტონა 2 ყურძნის ნატურალური ღვინოები 4.85 მლნ აშშ დოლარი 1 751.0 ტონა 3 წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით 3.45 მლნ აშშ დოლარი 2 469.2 ტონა 4 მინერალური და მტკნარი წყლები 2.43 მლნ აშშ დოლარი 3 943.9 ტონა 5 ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები 1.86 მლნ აშშ დოლარი 16.1 ტონა 6 პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული 1.14 მლნ აშშ დოლარი 131.4 ტონა 7 თხილი და სხვა კაკალი 996.6 ათასი აშშ დოლარი 99.6 ტონა 8 კარტოფილი, ახალი ან შეყინული 942.0 ათასი აშშ დოლარი 2 126.5 ტონა 9 კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი 754.9 ათასი აშშ დოლარი 6.5 ტონა 10 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 663.6 ათასი აშშ დოლარი 3.9 ტონა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

IMF-ის მისია საქართველოში ვიზიტს აჯამებს - ფონდის განცხადება

IMF-ის მისია საქართველოში ვიზიტს აჯამებს - ფონდის განცხადება

BM.GE

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბაჰრეინში აშშ-ის რადარზე იერიში მიიტანა

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბაჰრეინში აშშ-ის რადარზე იერიში მიიტანა

BM.GE

ამერიკამ Binance-დან მოპარული $1.2 მილიარდის კრიპტოვალუტა გაყინა

ამერიკამ Binance-დან მოპარული $1.2 მილიარდის კრიპტოვალუტა გაყინა

BM.GE

მთის კურორტებზე საბაგიერობი ძვირდება - MTA-მ საფასო პოლიტიკა შეცვალა

მთის კურორტებზე საბაგიერობი ძვირდება - MTA-მ საფასო პოლიტიკა შეცვალა

BM.GE