მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ქართული ხიზილალას“ ბრუნვა 30%-ით გაიზარდა - როგორია მოთხოვნა თევზსა და ზღვის პროდუქტებზე
„ქართული ხიზილალას“ ბრუნვა 30%-ით გაიზარდა - როგორია მოთხოვნა თევზსა და ზღვის პროდუქტებზე

„ქართული ხიზილალას“ ბრუნვა 30%-ით გაიზარდა - როგორია მოთხოვნა თევზსა და ზღვის პროდუქტებზე

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 03:55|bm.ge

თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალას“ ბრუნვა მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა.

დადიანიძე ჩვენთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ზრდის მაჩვენებელი კომპანიის საქმიანობის ყველა მიმართულების ერთობლივ შედეგს ასახავს, ხოლო ცალკეული სეგმენტების მონაცემები წლის ბოლოს შეჯამდება.

„წლიურ ჭრილში 30-35%-იანი ზრდა გვექნება, თუმცა ეს მთლიანად კომპანიას ეხება - ჩვენს წარმოებას, რესტორანსა და თევზსაშენებს ერთობლივად. ამ ეტაპზე ცალკეული მიმართულებების მიხედვით ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით, მაგრამ ბრუნვები დაახლოებით 30%-ით გაზრდილია“, - აცხადებს ალექსანდრე დადიანიძე.

კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სარესტორნო ბიზნესია. თანადამფუძნებლის ინფორმაციით, გორში მდებარე რესტორანი განსაკუთრებით შაბათ-კვირას მაღალი დატვირთვით მუშაობს და წინასწარი ჯავშნის გარეშე მომხმარებლებისთვის ადგილების მოძიება რთულია.

„ჩვენი რესტორანი ძალიან დატვირთულია. შაბათ-კვირას წინასწარი დაჯავშნის გარეშე ფიზიკურად ვერ მოხვდებით. ჩვენი სტუმრების დაახლოებით 80% საქართველოს მოქალაქეა, 20% კი ტურისტი. გვყავს სტუმრები ისრაელიდან, არაბული ქვეყნებიდან, რუსეთიდან და დსთ-ის ქვეყნებიდან, ასევე იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან“, - აღნიშნავს დადიანიძე და დასძენს, რომ კომპანია ადამიანური რესურსების ზრდასაც აგრძელებს.

მისი თქმით, წელს თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 15-ით გაიზარდა და ამჟამად „ქართულ ხიზილალაში“ ჯამურად 120 ადამიანია დასაქმებული. ის აღნიშნავს, რომ კადრების დამატების საჭიროება, მათ შორის, თევზსაშენი მეურნეობების განახლებისა და ახალი საწარმოო ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება.

„სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. თევზსაშენში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, მეურნეობა ევროპული ტექნოლოგიებით ახლდება. ასევე ვაწყობთ დამხმარე სალიფსიტე მეურნეობებს, რომელთაგან ორი უკვე გაკეთებულია. შესაბამისად, კადრებსაც ვიმატებთ“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, „ქართული ხიზილალა“ გორის რაიონში ორ თევზსაშენ მეურნეობას 20 წელზე მეტია მართავს და ამჟამად დაახლოებით 50 სახეობის თევზის პროდუქტს აწარმოებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოთხოვნა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • სოსო ფხაკაძე: ბიზნესმა უნდა მიაწოდოს განათლების სისტემას ინფორმაცია, რაზეა მოთხოვნა დღეს და რაზე იქნება მოთხოვნა ხვალ - ტექნოლოგიებში განსაკუთრებით გვჭირდება კვალიფიციური კადრებირუსთავი 2
  • გეგელიას თქმით, თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არისტვ პირველი
  • დის ინფორმაციით, ისაკო დევიძე კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობსნეტგაზეთი
  • შსს: ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილაფორმულა
მოთხოვნა →

მსგავსი სტატიები

Amazon-ი სტარტაპ Decart-ის ტექნოლოგიას $7.5 მილიარდად შეიძენს

Amazon-ი სტარტაპ Decart-ის ტექნოლოგიას $7.5 მილიარდად შეიძენს

BM.GE

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

BM.GE

საქართველომ ხიზილალის იმპორტში $1.2 მილიონი დახარჯა - როგორია დინამიკა?

საქართველომ ხიზილალის იმპორტში $1.2 მილიონი დახარჯა - როგორია დინამიკა?

BM.GE

ვინ არის TOP 10 უმსხვილესი ავტომობილების ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანია?

ვინ არის TOP 10 უმსხვილესი ავტომობილების ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანია?

BM.GE