მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ ხიზილალის იმპორტში $1.2 მილიონი დახარჯა - როგორია დინამიკა?
საქართველომ ხიზილალის იმპორტში $1.2 მილიონი დახარჯა - როგორია დინამიკა?

საქართველომ ხიზილალის იმპორტში $1.2 მილიონი დახარჯა - როგორია დინამიკა?

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 04:05|bm.ge

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ზუთხის ხიზილალისა და მისი შემცვლელების იმპორტში ჯამში დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი ხიზილალის შემცვლელებზე მოდის, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სწორედ ამ კატეგორიის იმპორტი შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ზუთხის ხიზილალის შესაძენად გაწეული ხარჯი 77%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 317.8 ათასი დოლარის ღირებულების ზუთხის ხიზილალა შემოვიდა, 2025 წლის პირველ ათ თვეში კი იმპორტის ღირებულება 179.5 ათასი დოლარი იყო. ამასთან, 50%-ით გაიზარდა პროდუქციის მოცულობაც და 400 კილოგრამის ნაცვლად, წელს 600 კილოგრამი შემოვიდა.

ზუთხის ხიზილალის იმპორტი ექვსი ქვეყნიდან განხორციელდა. ყველაზე დიდი თანხა, 117 ათასი დოლარი - ჩინეთზე მოდის. მომწოდებელ ქვეყნებს შორის შემდეგ არიან იტალია 58.6 ათასი დოლარით, აზერბაიჯანი 49.4 ათასი დოლარით, საფრანგეთი 44.4 ათასი დოლარით, ბელარუსი 34 ათასი დოლარითა და ლატვია 14.5 ათასი დოლარით.

სხვა სურათია ხიზილალის შემცვლელების შემთხვევაში, რომელშიც ორაგულის წითელი ხიზილალა და სხვა სახეობის პროდუქცია შედის. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ამ კატეგორიის იმპორტის ღირებულება 1.15 მილიონ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში კი 879 ათას დოლარამდე შემცირდა. კლება მხოლოდ ღირებულებას არ შეხებია: იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 254 ტონიდან 59 ტონამდე ჩამოვიდა.

ხიზილალის შემცვლელების უმსხვილესი მომწოდებლები ჩინეთი და რუსეთი არიან. ჩინეთიდან 323.4 ათასი დოლარის ღირებულების 14 ტონა პროდუქცია შემოვიდა, რუსეთიდან კი — 301.1 ათასი დოლარის ღირებულების 28 ტონა. მესამე პოზიციაზეა ბელარუსი, რომლის წილად 128.9 ათასი დოლარისა და 13 ტონის იმპორტი მოდის.

დანარჩენი მომწოდებლებისგან იმპორტის ღირებულება 50 ათას დოლარს არ აღემატებოდა. საფრანგეთიდან საქართველოში 42.9 ათასი დოლარის (300 კგ), დანიიდან 38.2 ათასი დოლარის (700 კგ), ნორვეგიიდან 23.3 ათასი დოლარის (600 კგ), გერმანიიდან 11.4 ათასი დოლარის (300 კგ) და უკრაინიდან 4.5 ათასი დოლარის (700 კგ) პროდუქცია შემოვიდა. ბელგიისა და ლატვიის შემთხვევაში იმპორტის ღირებულება, შესაბამისად, 2.8 ათასი და 2.3 ათასი დოლარი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 9 თვეში 190 მილიონი ლარი შევიდატვ პირველი
  • კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას 155 მილიონი დოლარის ოდენობით გადასცემსფორმულა
  • მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება - მარიამ ქვრივიშვილირუსთავი 2
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

Black Friday-ზე საყიდლებზე ამერიკელთა 87% წასვლას გეგმავს – Deloitte

Black Friday-ზე საყიდლებზე ამერიკელთა 87% წასვლას გეგმავს – Deloitte

BM.GE

Ferrari-მ 296 Challenge Stradale წარადგინა

Ferrari-მ 296 Challenge Stradale წარადგინა

BM.GE

Amazon-ი სტარტაპ Decart-ის ტექნოლოგიას $7.5 მილიარდად შეიძენს

Amazon-ი სტარტაპ Decart-ის ტექნოლოგიას $7.5 მილიარდად შეიძენს

BM.GE

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

BM.GE