მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული პოლიცია ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სისტემებს შორის - კობახიძე
ქართული პოლიცია ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სისტემებს შორის - კობახიძე

ქართული პოლიცია ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სისტემებს შორის - კობახიძე

BM.GE1 ივნისი, 2026, 03:09|bm.ge

ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ ქართული პოლიცია მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს.

მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში უწყებამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა ინსტიტუციური გაძლიერებისა და დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით. პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო მიღწევები ორგანიზებულ და კორუფციულ დანაშაულთან, ასევე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით.

კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავთა მაღალი პროფესიონალიზმის მთავარი დასტური საზოგადოების მხრიდან არსებული ნდობაა.

„დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის. ამის უმთავრესი დასტური პოლიციის მაღალი რეპუტაცია და პოლიციის მიმართ ქართველი ხალხის გამორჩეული ნდობაა“.

მისი თქმით, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

“ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს! წარმატებებს და მშვიდობას გისურვებთ!,- აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →სისტემის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE