მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული სასმელების ნაწილის აკრძალვაში პოლიტიკური ფონი არ არსებობს|ზახაროვა
ქართული სასმელების ნაწილის აკრძალვაში პოლიტიკური ფონი არ არსებობს|ზახაროვა

ქართული სასმელების ნაწილის აკრძალვაში პოლიტიკური ფონი არ არსებობს|ზახაროვა

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 14:33|bm.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქართული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა. 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ საწარმოს შეეხო და პროცესში არანაირი პოლიტიკური სარჩული არ არსებობს.

ზახაროვას თქმით, საკითხი საგარეო უწყების ნაცვლად „როსპოტრებნადზორის“ კომპეტენციას წარმოადგენს, რომლის ამოცანაც უხარისხო პროდუქციის გამოვლენა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაა.

„მგონია, რომ ეს შეკითხვა საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ეკუთვნის. ეს შეკითხვა „როსპოტრებნადზორისთვისაა“. ამ უწყების ამოცანებში შედის პროდუქციის შესაბამისობის დადგენა ჩვენს ქვეყანაში მოქმედ უსაფრთხოების მოთხოვნებთან და არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების საქონლის შემოტანის აღკვეთა. ლაპარაკია უხარისხო პროდუქციის გამოსავლენად ამ პროფილური უწყების რუტინულ, ყოველდღიურ საქმიანობაზე,“ - აღნიშნა ზახაროვამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსულ ბაზარზე ათობით ქართული კომპანია ოპერირებს და შეზღუდვა სრულ სექტორზე არ ვრცელდება.

„რუსეთში პროდუქცია შემოაქვს ათობით შესაბამის ქართულ კომპანიას. დარღვევები გამოუვლინდა მხოლოდ რამდენიმე საწარმოს. ყველა დანარჩენი ყოველგვარი პრობლემის გარეშე განაგრძობს მუშაობას ჩვენს ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის პრიორიტეტულია. შეზღუდვების შემოღება მიემართება კონკრეტულ ადრესატებს. ვხედავთ, როგორ ცდილობენ სრულიად რუტინული პროცედურები გადააქციონ რაღაცნაირ პოლიტიკურ ფაქტორად, ისპეკულირონ მოცემულ თემაზე. არაფრის ძებნა არაა აქ საჭირო. არანაირი პოლიტიკური ფონი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ეს სულ ვარაუდებია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ბრიფინგზე ზახაროვას აღნიშნული შეკითხვა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ნიკოლოზ მჟავანაძემ „ტაო-ნიუსის“ სახელით დაუსვა.

რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა. ჩამონათვალში მოხვდნენ შემდეგი კომპანიები: „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო; „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო; „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი; „ვაინმენის“ წარმოების ღვინო; „საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი; საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola; „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • ზახაროვა: ქართული სასმელის იმპორტის აკრძალვა მხოლოდ რამდენიმე საწარმოს ეხებაფორმულა
  • საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვანეტგაზეთი
  • პარტიების აკრძალვა 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, პარტიების აკრძალვა დაკავშირებულია იმასთან, რომ არჩევნების შედეგებს არასდროს აღიარებენ და ყოველ ჯერზე დემონსტრაციებით ცდილობდნენ არეულობის მოწყობას - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • ღალატის პროცესი - ელენე ხოშტარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზეტვ პირველი
აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და სამშობლოს ღალატის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ რედაქტორი დააკავეს

დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და სამშობლოს ღალატის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ რედაქტორი დააკავეს

BM.GE

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

BM.GE

საქართველოს ტურიზმის მთავარი სამიტი „ტურისტერი 2026“ თბილისში გაიმართება

საქართველოს ტურიზმის მთავარი სამიტი „ტურისტერი 2026“ თბილისში გაიმართება

BM.GE