მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ტურიზმის მთავარი სამიტი „ტურისტერი 2026“ თბილისში გაიმართება
საქართველოს ტურიზმის მთავარი სამიტი „ტურისტერი 2026“ თბილისში გაიმართება

საქართველოს ტურიზმის მთავარი სამიტი „ტურისტერი 2026“ თბილისში გაიმართება

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 14:31|bm.ge

საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ყოველწლიური ღონისძიება „ტურისტერი 2026“, 24-25 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება. სამიტის მთავარი კონცეფცია და სლოგანია #წინსვლა.

საქართველოს ტურიზმის სამიტი 2019 წელს ერთდღიანი ფორუმით დაიწყო - 15 სპიკერითა და 200-ზე მეტი დამსწრით. პანდემიის შემდეგ სამიტი ყოველწლიურად იზრდებოდა: 2025 წელს მას 400-ზე მეტი მონაწილე, 33 სპიკერი და 7 პრაქტიკული ვორქშოპი ჰქონდა, ხოლო AI Matchmaking პლატფორმით 200-ზე მეტი ბიზნეს-შეხვედრა დაიგეგმა. 2019 წლიდან დღემდე სამიტში 100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

სამიტი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აერთიანებს - დელეგატების 75% კომპანიების ხელმძღვანელი და მფლობელია. მათ შორის არიან სასტუმროები, ტუროპერატორები, სამოგზაურო სააგენტოები, ტურისტული მომსახურებისა და ტექნოლოგიური კომპანიები.

დღის წესრიგის 3 მთავარი თემა - 2026 წლის სამიტის პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა:

• ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ინოვაციები (AI და ციფრული რევოლუცია) - როგორ გამოიყენოს სტუმარმასპინძლობის ბიზნესმა ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ინსტრუმენტები კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. • მდგრადობა და ადაპტაცია გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში - რისკების მართვა და ბიზნესის განვითარება რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად. • მოგზაურთა ქცევის ცვლილება და პერსონალიზებული გამოცდილება - როგორ მოერგოს ადგილობრივი ბაზარი გლობალურ ტენდენციებს და შესთავაზოს მომხმარებელს მასზე მორგებული გამოცდილება.

სამიტზე წარმოდგენილები იქნებიან გლობალური და ადგილობრივი წამყვანი ბრენდები, მათ შორის: Trip.com, Booking.com, STR (CoStar), Semrush by Adobe, UN Tourism, Exely, Roamingo, TRE.ge, SS.ge, Skipass, Lemondo და სხვა. ორი დღის განმავლობაში სამიტი სამ სივრცეს აერთიანებს. მთავარ სცენაზე (Main Stage) საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გამოსვლები და პანელური დისკუსიები გაიმართება. ბიზნეს-გამოფენაზე (Business Expo) პარტნიორი კომპანიები ინოვაციურ სერვისებსა და ბიზნეს-გადაწყვეტილებებს წარადგენენ. შეხვედრების სივრცეში (Networking Lounge) კი B2B შეხვედრები ჩატარდება, რომლებსაც მონაწილეები ინოვაციური AI Matchmaking პლატფორმით წინასწარ ჯავშნიან. პლატფორმა თითოეულ მონაწილეს 15-ზე მეტ გარანტირებულ ბიზნეს-შეხვედრას უზრუნველყოფს.

„ტურისტერი ქმნის უნიკალურ სივრცეს, სადაც ტურიზმის ლიდერები შინაარსიან საუბრებში ერთვებიან და რეალურ ბიზნეს-შედეგებს აღწევენ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მყარი კავშირები ქართულ ტურიზმსა და გლობალურ ბაზარს შორის, რათა ინდუსტრიამ შეძლოს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაცია და ეფექტური წინსვლა“, - აცხადებენ სამიტის ორგანიზატორები.

სამიტის ორგანიზატორებია: ტურიზმის ინსტიტუტი და მარკეტინგული კომპანია შინდი.

გენერალური სპონსორები: Exely, Beta Holding, Roamingo, TRE.ge, SS.ge, Skipass, Lemondo

სპონსორები: Expo Georgia, Mercury, Satchashnike, Econsul, Bene Exclusive, GURU Holding, Teliani Valley, HELVETAS, Sweden (Sverige), Episode

მედია პარტნიორები: Entrepreneur, BMG

ღონისძიებაზე და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://tourister.ge

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სებ-ი მოელის, რომ საპროგნოზო პერიოდში ლარი მყარი იქნება

სებ-ი მოელის, რომ საპროგნოზო პერიოდში ლარი მყარი იქნება

BM.GE

დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და სამშობლოს ღალატის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დააკავეს

დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და სამშობლოს ღალატის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დააკავეს

BM.GE

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

BM.GE