მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქობულეთი თავისი ბუნებით, ლოკაციითა და პლაჟით გამორჩეული ადგილია - შიო ხეცურიანი Swissôtel Kobuleti-ზე
ქობულეთი თავისი ბუნებით, ლოკაციითა და პლაჟით გამორჩეული ადგილია - შიო ხეცურიანი Swissôtel Kobuleti-ზე

ქობულეთი თავისი ბუნებით, ლოკაციითა და პლაჟით გამორჩეული ადგილია - შიო ხეცურიანი Swissôtel Kobuleti-ზე

BM.GE4 ივნისი, 2026, 14:28|bm.ge

„არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა ქობულეთში დაგეგმილ პრემიუმ კლასის პროექტ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქობულეთი თავისი უნიკალური მდებარეობის, ბუნებისა და სანაპიროს გამო შეირჩა. საქმე ისაა, რომ პროექტი, რომელსაც "არქი", საერთაშორისო დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდის Swissôtel-ი ერთად ახორციელებენ, გუშინ ოფიციალურად წარადგინეს.

შიო ხეცურიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის რეგიონი და განსაკუთრებით ბათუმი წლების განმავლობაში აქტიურად ვითარდება, ქობულეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

"აჭარის რეგიონი, როგორც მოგეხსენებათ, წლებია უკვე აქტიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბათუმი, თუმცა ქობულეთი გამორჩეული ადგილია აჭარაში - თავისი ბუნებით, ლოკაციითა და პლაჟით. სწორედ ამ გამორჩეულობის გამო შეირჩა ეს ადგილი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში ასეთ მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ.

გვქონდა Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ჩვენს პარტნიორ NEXT-თან ერთად ვახორციელებთ. აღნიშნული პროექტი მასშტაბურია. მისი არქიტექტორები არიან Chapman Taylor და ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ამ დონის პროექტს საქართველოში, ზღვისპირა ქობულეთში ვახორციელებთ. ეს იქნება გამორჩეული პროექტი არა მხოლოდ აჭარის რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“, - აღნიშნა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა.

როგორც ხეცურიანმა განმარტა, კომპლექსში ინტეგრირებული იქნება Swissôtel-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, დაახლოებით 2 000-მდე აპარტამენტი, ექვსი რესტორანი, ოთხი აუზი და მრავალფეროვანი გასართობი და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.

„პროექტში ინტეგრირებული იქნება Swissôtel-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ასევე განთავსდება დაახლოებით 2 000-მდე ბინა და აპარტ-ოტელი, რაც კიდევ უფრო კარგ გარემოს შექმნის. კომპლექსში იქნება ექვსი რესტორანი, ოთხი აუზი - ორი გარე და ორი შიდა, ასევე არაერთი გასართობი და რეკრეაციული სივრცე. ეს ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც მაღალი, ისე საშუალო შემოსავლის მქონე უცხოელი ტურისტების მოზიდვას და მათთვის მაღალი ხარისხის დასვენების შეთავაზებას საქართველოში“, - განაცხადა ხეცურიანმა.

ცნობისთვის, Swissôtel Kobuleti Beach Resort შავი ზღვის სანაპიროზე აშენდება და სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, ასევე მრავალფეროვან გასართობ და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. პროექტს ერთობლივად „არქი“, NEXT და საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი Swissôtel ახორციელებენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU-ს წარმომადგენლობა საქართველოში მათ მიერ დაფინანსებული პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელს აფართოებს

EU-ს წარმომადგენლობა საქართველოში მათ მიერ დაფინანსებული პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელს აფართოებს

BM.GE

ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო წლის ბოლომდე ₾200 მილიონამდე შესყიდვას განახორციელებს - ლევან ჟორჟოლიანი

ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო წლის ბოლომდე ₾200 მილიონამდე შესყიდვას განახორციელებს - ლევან ჟორჟოლიანი

BM.GE

დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას

დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას

BM.GE

ტრამპის ადმინისტრაციას არასწორი გადაწყვეტილებების გამოსწორების შესაძლებლობა აქვს - კახა კალაძე

ტრამპის ადმინისტრაციას არასწორი გადაწყვეტილებების გამოსწორების შესაძლებლობა აქვს - კახა კალაძე

BM.GE