მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსი შენდება|ინვესტიცია $300 მლნ-ია
ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსი შენდება|ინვესტიცია $300 მლნ-ია

ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსი შენდება|ინვესტიცია $300 მლნ-ია

BM.GE3 ივნისი, 2026, 21:30|bm.ge

ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსი Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი შენდება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს და მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს გააერთიანებს. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელსაც დეველოპერული კომპანია „არქი“, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი Swissôtel-ი ახორციელებენ, დღეს გაიმართა.

პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს; კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიურ რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე.

კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებაზე Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა.

როგორც პროექტის წარდგენის ცერემონიალზე ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ქვეყანაში "მაღალი კლასის ბრენდის შემოსვლა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აჭარის ტურისტული პოტენციალის და ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, ისევე, როგორც მომსახურების ხარისხის ზრდას“.

ცნობისთვის, Swissôtel-ის ბრენდი 1980 წელს დაარსდა და დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. NEXT-ი კი პირველი საერთაშორისო დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მის პარტნიორებს შორის არიან ისეთი გლობალური სახელები, როგორებიცაა Wyndham Hotels & Resorts და Radisson Hotel Group. ხოლო "არქი" 2006 წელს ილია წულაიამ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს. დღეისათვის „არქის“ დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი და აერთიანებს 70,000-ზე მეტ მაცხოვრებელსა და ინვესტორს 30 ქვეყნიდან.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, ეს მასშტაბური პროექტი იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უძრავ ქონებაში კაპიტალის მმგებიანად დაბანდება ადრეულ ეტაპზე სურს. ჩვენი გუნდი საუკეთესო პროექტს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს გამოცდილ და წარმატებულ პარტნიორებთან ერთად. არქისთვის, როგორც ბაზრის ლიდერისთვის, მნიშვნელოვანია, ყოველი ახალი ინიციატივით ქვეყანაში ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და მნიშვნელოვნად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას“, — განმარტავს „არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"გლობალური მიწოდების ჯაჭვების შენარჩუნებისთვის საჭიროა, სტატუს-კვო უცვლელი დარჩეს" - ტაივანის პრეზიდენტი

"გლობალური მიწოდების ჯაჭვების შენარჩუნებისთვის საჭიროა, სტატუს-კვო უცვლელი დარჩეს" - ტაივანის პრეზიდენტი

BM.GE

Anthropic-მა AI მოდელ Mythos-ზე წვდომა 15 ქვეყნის 150 ორგანიზაციას მისცა

Anthropic-მა AI მოდელ Mythos-ზე წვდომა 15 ქვეყნის 150 ორგანიზაციას მისცა

BM.GE

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

BM.GE

არჩევნები კალიფორნიაში - ვინ იბრძვის $4 ტრილიონიანი შტატის გუბერნატორობისთვის?

არჩევნები კალიფორნიაში - ვინ იბრძვის $4 ტრილიონიანი შტატის გუბერნატორობისთვის?

BM.GE