მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქონების გადასახადის 40,000 ლარის ზღვარი შეიცვლება... წინასწარ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ - კაკაურიძე
ქონების გადასახადის 40,000 ლარის ზღვარი შეიცვლება... წინასწარ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ - კაკაურიძე

ქონების გადასახადის 40,000 ლარის ზღვარი შეიცვლება... წინასწარ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ - კაკაურიძე

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 17:45|bm.ge

"ფიზიკური პირების ქონების გადასახადის 40,000 ლარის ზღვარი შეიცვლება" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო ერთი კვირის ვადაში სამინისტროსა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ცვლილება 1 ნოემბრამდე, ანუ ამ გადასახადის დეკლარირების თარიღამდე დამტკიცდება.

"ამ დეტალებზე მიდის მუშაობა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან. მე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ჩვენ გვექნება ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს. ამიტომ წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ზღვარი, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ამ ეტაპზე იქნება მხოლოდ ფიზიკური პირები და არ იქნება ცვლილებები კომერციული ორგანიზაციების, კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა და, ალბათ, მომავალში მაგ ნაწილშიც ეტაპობრივად გადავალთ, ვინაიდან კომერციულ შემთხვევაში გაცილებით რთული განსახორციელებელია აღნიშნული რეფორმა.

დღის მდგომარეობით რაც არის 40 000-ლარიანი ზღვარი, ეს არის დადგენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ეს 40 000-ლარიანი ზღვარი გვაქვს შეღავათად დაწესებული. ამ შეღავათის მაქსიმალური ოდენობა რამდენით შეიცვლება, ამაზე ვმუშაობთ დღის მდგომარეობით კომიტეტთან და სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება.

წელს უნდა მოესწროს, ალბათ იქნება წელსვე. სავარაუდოდ, დაჩქარებული წესით იქნება შესაძლებელი, რომ აღნიშნული კანონპროექტი იქნას მიღებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე ეს ამოქმედდეს წელს გადასახდელ თანხებზე. ამაზე ვსაუბრობთ პარლამენტთან ერთად,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პირველ სექტემბერს BMG-ის განუცხადა, რომ ამჟამად ოთხ შესაძლო მოდელზე მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში ქონების გადასახადის განახლებული მოდელი საზოგადოებას კანონპროექტის სახით წარედგინება და მას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ კი განაცხადა, რომ მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე იგეგმება საშემოსავლო გადასახადის კანონის ცვლილება, რაც 40,000 ლარის ზღვრის გაზრდას მოიცავს. თუმცა, ჯერჯერობით ახალი ზღვარი არ დასახელებულა. პარლამენტმა ის პირველ ნოემბრამდე უნდა განსაზღვროს, რადგან დეკლარაციის შევსების ვადა სწორედ პირველ ნოემბერს იწურება.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28.3 მილიონი ლარით მეტი იყო. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება. ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

• ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 86,073,555 ლარი; • სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 22,303,674 ლარი; • არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 12,406,511 ლარი. • ჯამი - 120,783,740 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირები ქონების გადასახადს ყოველწლიურად 15 ნოემბრამდე იმ შემთხვევაში იხდიან თუ მათი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი?ტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

ბაქოს მეტრო მოძრაობის მართვის ციფრულ სისტემაზე გადადის

ბაქოს მეტრო მოძრაობის მართვის ციფრულ სისტემაზე გადადის

BM.GE

7 პროექტი, 1,100-ზე მეტი ფართი და საერთაშორისო ბრენდები - როგორია SEMIRA-ს პორტფელი?

7 პროექტი, 1,100-ზე მეტი ფართი და საერთაშორისო ბრენდები - როგორია SEMIRA-ს პორტფელი?

BM.GE

ბორჯომში "ევროკრედიტის" ახალი ფილიალი გაიხსნა

ბორჯომში "ევროკრედიტის" ახალი ფილიალი გაიხსნა

BM.GE

ყაზახეთში უცხოელებისთვის შესვლა ფასიანი ხდება - რა ეღირება?

ყაზახეთში უცხოელებისთვის შესვლა ფასიანი ხდება - რა ეღირება?

BM.GE