მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქოს მეტრო მოძრაობის მართვის ციფრულ სისტემაზე გადადის
ბაქოს მეტრო მოძრაობის მართვის ციფრულ სისტემაზე გადადის

ბაქოს მეტრო მოძრაობის მართვის ციფრულ სისტემაზე გადადის

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 18:10|bm.ge

ბაქოს მეტროპოლიტენმა, აზიის განვითარების ბანკთან პარტნიორობით, სასიგნალო ინფრასტრუქტურის განახლებისა და მატარებლების ციფრულ მართვაზე გადასვლის სტრატეგიული პროგრამა დაიწყო. როგორც ირკვევა, პროექტი დაძველებულ რადიოკავშირზე დაფუძნებული მატარებლების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიით სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

სააგენტო Report-ის ინფორმაციით, ინიციატივა მიზნად მოძრაობის ინტერვალების შემცირებას, ხაზების გამტარუნარიანობის გაზრდასა და ენერგოეფექტიანობის ამაღლებას ისახავს. ახალი მოდელის დანერგვის შედეგად დედაქალაქის მიწისქვეშა ქსელში მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური მოდერნიზაციის პროცესი სამ თანმიმდევრულ ეტაპად განხორციელდება. პირველ ფაზაში საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვების წარმართვა, ლიანდაგებისა და ვაგონების შესაბამისი აპარატურით აღჭურვა და საპილოტე გამოცდა დასრულდება. მეორე ეტაპზე ახალი და ძველი სისტემები 6-12 თვის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში იმუშავებს. ეს პერიოდი ახალი ინფრასტრუქტურის საიმედოობისა და უსაფრთხოების სრულ გადამოწმებას უზრუნველყოფს. დასკვნითი ფაზა კი ძველი დანადგარების ეტაპობრივ გათიშვას, დემონტაჟსა და მატერიალური რესურსების მართვას მოიცავს.

აზიის განვითარების ბანკის ცნობით, ყველა დაგეგმილი სამუშაო მხოლოდ არსებული გვირაბების, სადგურებისა და დეპოების ფარგლებში ჩატარდება. სამუშაოების ფარგლებში ახალი ხაზების გაყვანა ან მიწის ნაკვეთების შესყიდვა არ იგეგმება. გარემოსდაცვითი მართვის გეგმის წინასწარი ბიუჯეტი $950 ათასით განისაზღვრა. ეს თანხა 933 ზეთოვანი ტრანსფორმატორის შემოწმებას, მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან გაწმენდასა და უსაფრთხო უტილიზაციას მოხმარდება. პარალელურად, სპეციალური სამუშაო რეჟიმი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მქონე „ნიზამის“ სადგურისა და სხვა ისტორიული ობიექტების დასაცავად იმოქმედებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ვითარებაა ენერგეტიკულ ბირჟაზე? – ნავთობის და გაზის ფასები

რა ვითარებაა ენერგეტიკულ ბირჟაზე? – ნავთობის და გაზის ფასები

BM.GE

დიუშენის სინდრომის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შეძენაზე მოლაპარაკებები დასრულდა - მიხეილ სარჯველაძე

დიუშენის სინდრომის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შეძენაზე მოლაპარაკებები დასრულდა - მიხეილ სარჯველაძე

BM.GE

მომდევნო 2-3 წელში გვექნება საკმაოდ აქტიური ტემპი სკოლების მშენებლობის მიმართულებით - გიორგი კაკაურიძე

მომდევნო 2-3 წელში გვექნება საკმაოდ აქტიური ტემპი სკოლების მშენებლობის მიმართულებით - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "კასპიის ენერგეტიკული კლუბის" თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "კასპიის ენერგეტიკული კლუბის" თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა

BM.GE