მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე
ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

BM.GE31 ივლისი, 2026, 17:49|bm.ge

რიტეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ekalata.gov.ge-ს დადებით მხარეებთან ერთად გარკვეული რისკებიც ახლავს.

როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, სერიოზული რისკია, რომ პლატფორმამ შესაძლოა კონკურენციის ნაცვლად ქსელებში ფასების დაახლოება წაახალისოს. მისი შეფასებით, პლატფორმის მთავარი სარგებელი მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდაა. მირანდა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს ფასდაკლებებზე ინფორმაციის მიღება ისედაც შეუძლიათ, ცალკეული ქსელების სოციალური პლატფორმებიდან, თუმცა ახლა ეს მონაცემები ერთადაა თავმოყრილი.

რაც შეეხება ფასებზე გავლენის შეფასებას, ექსპერტი ამბობს, რომ ეს ჯერ ნაადრევია რადგან პლატფორმა მხოლოდ ივნისში ამოქმედდა.

"შესაძლებელია პლატფორმამ ფასებზე იმოქმედოს და ის გამოიწვიოს, რომ რეალურად ერთ სივრცეში, როდესაც მომხმარებელი აფასებს სხვადასხვა ქსელების ფასებს, ბუნებრივია, ეს წარმოშობს ზეწოლას, რომ ფასი იყოს დაბალი, მაგრამ ივნისში ამოქმედდა პლატფორმა და ჩვენ ივლისის ბოლოს დასკვნები გამოვიტანოთ რამდენად ეფექტურია ის, არ იძლევა დრო ანალიზის საშუალებას. მე ყურადღებას უფრო გავამახვილებდი არა ცალკეული პროდუქტის ფასის შემცირებაზე, არამედ მთლიანად სამომხმარებლო კალათის ფასის შემცირებაზე. იმედი მაქვს, რომ კონკურენციის სააგენტო ამის ანალიზსაც გააკეთებს, სადაც სამომხმარებლო კალათის ერთიანი ფასი შედარდება ერთმანეთს. ამასთანავე, ეს არის საინფორმაციო პლატფორმა, სადაც ცნობიერება იზრდება მომხმარებლის მხრიდან, რაც ზრდის ზეწოლას ქსელებზე, რომ შემცირდეს ამა თუ იმ პროდუქტზე ფასი. მე პირადი გამოცდილებასაც გეტყვით, რომ ბევრი პლატფორმა მინახავს, მილიონობით ლარი და დოლარი დახარჯულა, მაგრამ ის თუ არ გამოიყენა მომხმარებელმა, აზრს კარგავს. ამიტომ, კონკურენციის სააგენტოსგან ერთის მხრივ უნდა შედარდეს ფასები რამდენად შემცირდა კალათაზე პერიოდიდან პერიოდამდე და აქ თუ გვექნება 20-30%-იანი კლება, ვფიქრობ, რომ ეფექტურია. აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. ნახევარი წელი მაინც უნდა გავიდეს, ალბათ, რომ შედეგები გავაანალიზოთ. ჩემი აზრით, პლატფორმის ეფექტურობა გაიზომება იმით, თუ რამდენი მომხმარებელი იყენებს, რამდენად სარგებლიანად იყენებს ეს მომხმარებელი ამ ინფორმაციას, რამდენად გაიზარდა ბრუნვა და მოთხოვნილება კონკრეტულ პროდუქტებზე. მე ვფიქრობ, რომ ბევრი კრიტერიუმი არ არის საჭირო, მაგრამ 3-5 კრიტერიუმი არსებითად მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ამ პლატფორმის სარგებელი. ფასების დამსგავსების რისკი ობიექტურად ძალიან მაღალია. პირობითად, ერთი ქსელი თუ ყიდის კარაქს ლარად, მე რატომ გავყიდო 80 თეთრად? შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქ კიდევ კრიტერიუმებით გაიზომოს და ზედამხედველობა გაიზარდოს, რამდენად ფასების ერთმანეთთან დაახლოება ხდება, ვიდრე ეფექტური ფასის წარმოჩენა", - განაცხადა ექსპერტმა.

როგორს ექსპერტი აღნიშნავს, პლატფორმის შექმნასა და ფუნქციონირებას თან ახლავს ადმინისტრაციული ხარჯები როგორც სახელმწიფოსთვის, ისე სავაჭრო ქსელებისთვის. მირანდა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ეს ხარჯები უნდა შეფასდეს ეკონომიკური სარგებლის გათვალისწინებით და პლატფორმა ეფექტიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მისგან მიღებული სარგებელი მის მართვასა და ფუნქციონირებაზე გაწეულ დანახარჯებს აღემატება.

ცნობისთვის, 24 ივნისს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათა პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, ekalata.gov.ge წარადგინა. 31 ივლისიდან მომხმარებელს 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტზეც შეუძლია საუკეთესო შეთავაზებები იხილოს.

რას ნახავენ მომხმარებლები ekalata.gov.ge-ზე?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE