მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება
ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება

ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 15:25|bm.ge

საქართველოს ბანკი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

წყარო: საქართველოს ბანკის ბლოგი

ქომაგობა სტადიონის კარებთან არც იწყება და არც მთავრდება. ის 90-წუთიან სანახაობაზე მეტია - საერთო ემოცია და იდენტობა, რომელიც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ერთ გუნდად აერთიანებს. სწორედ ეს მუხტია, რაც თამაშის დროს ქალაქის რიტმს ცვლის.

„ოდესმე ყოფილხართ ცარიელ სტადიონზე? დადექით ცარიელი სტადიონის შუაგულში და მოუსმინეთ - არაფერია ცარიელ სტადიონზე უფრო ცარიელი. არაფერია მაყურებლის გარეშე დარჩენილ ტრიბუნებზე უფრო ჩუმი“- ურუგვაელი პუბლიცისტის, ედუარდო გალეანო ს ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს გულშემატკივრობის ძალაში.

ახლა, როცა ერთა ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი ახლოვდება, გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. თუმცა, როცა ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე შენი ქვეყნის სახელით გადიან, გუნდის მარტო დატოვება უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს სიჩუმე დიდ ხმაურად უნდა იქცეს, ჩვენი მხარდაჭერა კი - მოედანზე გადავიდეს.

ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გვიმღერია ჩვენი ფეხბურთელებისთვის - „შენთანა ვარ, ნურაფრის გეშინიაო“. ახლაც იგივე გამეორდება. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, „დინამო არენასთან“, ქუჩაში მოწყობილ

ტრიბუნაზე ქართველი ქომაგებმა ჩვენს ფეხბურთელებს გაამხნევებენ, რათა საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ.

ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოკლე თუ შორეული გადაცემების, გატანილი გოლის დროს თუ ტაიმებს შორის შესვენებისას, ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ მარტო არასოდეს არიან. რომ ახსოვდეთ: ჩვენ ყოველთვის მათთან ვართ.

მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდება - წინ კიდევ 5 თამაშია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია და ყველა ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო.

ჰოდა, კიდევ ერთხელ გახსენებთ: 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, საქართველოს ქომაგები იკრიბებიან „დინამო არენასთან“ სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე, რომ დახვდნენ ნაკრების ავტობუსს და უგულშემატკივრონ საქართველოს.

ქომაგობა არ ჩერდება!

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ადიგენში სტიქიით დაზარალებული 6 ოჯახი სახელმწიფოდან კომპენსაციას მიიღებს | განკარგულება

ადიგენში სტიქიით დაზარალებული 6 ოჯახი სახელმწიფოდან კომპენსაციას მიიღებს | განკარგულება

BM.GE

8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა | TOP-საიმპორტო საქონელი

8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა | TOP-საიმპორტო საქონელი

BM.GE

მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია. ზუსტად ამას პასუხობს მიღებული გადაწყვეტილებები | დავით სონღულაშვილი

მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია. ზუსტად ამას პასუხობს მიღებული გადაწყვეტილებები | დავით სონღულაშვილი

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მცირედით იკლო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მცირედით იკლო

BM.GE