მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუთაისის სასტუმროს ბიზნესი რაოდენობაზე მეტად მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებზე გადართვას ითხოვს
ქუთაისის სასტუმროს ბიზნესი რაოდენობაზე მეტად მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებზე გადართვას ითხოვს

ქუთაისის სასტუმროს ბიზნესი რაოდენობაზე მეტად მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებზე გადართვას ითხოვს

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 00:40|bm.ge

ქუთაისის სასტუმროს სექტორისთვის გამოწვევა მხოლოდ ტურისტების რაოდენობის ზრდა არ არის - „ცენტრალ ჰოტელის“ თანადამფუძნებლის შეფასებით, ქალაქს უფრო მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვა სჭირდება.

როგორც განთავსების ობიექტის თანადამფუძნებელი, თეკლა მებურიშვილი BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" ამბობს, რომ ტურისტის წარმომავლობა და ეკონომიკური შესაძლებლობები გავლენას ახდენს იმაზე, რამდენ თანხას ხარჯავს ის საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში. შესაბამისად, მისი შეფასებით, ტურიზმის განვითარებისთვის მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საკმარისი არ არის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ის, რამდენი ტურისტი ჩამოვა ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენ თანხას ხარჯავს თითოეული მათგანი. უფრო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი მეტ თანხას ტოვებს ქვეყანაში და ეს პირდაპირ აისახება ადგილობრივ ეკონომიკაზეც - მეტი შემოსავალი აქვთ სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებსა და სხვა ბიზნესებს და მეტი თანხა შედის ქალაქის ბიუჯეტშიც. ამიტომ რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთ სეგმენტზეც გასვლა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მეტ ღირებულებას ქმნის“, - ამბობს მებურიშვილი.

სექტორისთვის დამატებით გამოწვევად რჩება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც. მებურიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში სასტუმროს უცხოელი სტუმრების ნაწილი ჯავშნებს აუქმებს, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ადევნებს თვალს : „ჩვენც ამ პერიოდში ბევრი ჯავშანი დავკარგეთ. როდესაც ქვეყანაში აქციები და შიდა არეულობის პროცესები მიმდინარეობს, ამას უცხოელი ტურისტები მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ძალიან მარტივად ხედავენ. ყველა უფრთხილდება საკუთარ დროსა და რესურსს და, ბუნებრივია, ცდილობს ისეთი ქვეყანა აირჩიოს, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, დაისვენებს და დაგეგმილ მოგზაურობას მშვიდად გაატარებს“, - ამბობს სასტუმროს თანადამფუძნებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Deutsche Telekom-ში აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი €2.5 მილიარდის დაზოგვის საშუალებას მისცემთ

Deutsche Telekom-ში აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი €2.5 მილიარდის დაზოგვის საშუალებას მისცემთ

BM.GE

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ესპანეთთან?

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ესპანეთთან?

BM.GE

რატომ დატოვა OpenAI-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

რატომ დატოვა OpenAI-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

BM.GE

სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს

სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს

BM.GE