
„კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ – ევროპარლამენტარი სანქციებს ითხოვს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა 2026 წლის ანგარიში წარადგინა, საქართველოს საკითხი აქტიურად განიხილეს. პოლონელმა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ მკაცრად გააკრიტიკა „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები და აღნიშნა, რომ ისინი ევროპაში ხანმოკლე ჩასვლასაც კი შიდა პროპაგანდისა და პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოსაჩენად იყენებენ.
მან კომისარს მიმართა კითხვით, როდის დაუწესებს ევროკავშირი ინდივიდუალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს.
მარტა კოსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების მომხრეები არიან, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჯერჯერობით საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს. ევროკომისარმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების ხელყოფასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებზე, რასაც საქართველოს ევროპული გზისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს.
კოსმა აღნიშნა, რომ ვითარების შეცვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ოცნების“ მთავრობას ეკისრება, თუმცა ევროპული კარი ქართველი ხალხისთვის კვლავ ღია რჩება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge