მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუთაისში ყოფილი პარლამენტის მიმდებარედ ბულვარის მოწყობა აქტიურ ფაზაშია - სამინისტრო
ქუთაისში ყოფილი პარლამენტის მიმდებარედ ბულვარის მოწყობა აქტიურ ფაზაშია - სამინისტრო

ქუთაისში ყოფილი პარლამენტის მიმდებარედ ბულვარის მოწყობა აქტიურ ფაზაშია - სამინისტრო

BM.GE23 მაისი, 2026, 14:39|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ბულვარის მოწყობა. ასევე, პროექტირების ეტაპზეა ქუთაისის მრავალფუნქციური პარკი.

როგორც სამინისტროში აღნისნავენ, პროექტები მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

"მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ელემენტების განთავსებასა და განათების სისტემის განახლებას.

ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 ჰექტარზე თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც ეკოლოგიურად მდგრად და მრავალფუნქციურ სარეკრეაციო სივრცედ ჩამოყალიბდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, სავარჯიშო ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების სივრცეები. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, დეკორატიული ტბები და შადრევნები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტერიტორიის გამწვანებას ადგილობრივი სახეობის მცენარეებით.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომები, მათ შორის ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი სივრცეები, გარე განათების სისტემა, სარწყავი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

სარეკრეაციო სივრცეები სრულად იქნება ადაპტირებული ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქალაქის სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • "მიზანი არ ყოფილა უზარმაზარი აქციის შეკრება" - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენრუსთავი 2
  • დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდატვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE