მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქვეყანას აქვს პოტენციალი, ქარის ელექტროსადგურების კომპონენტების 60% ადგილზე აწარმოოს - მამუკა მიქაშავიძე
ქვეყანას აქვს პოტენციალი, ქარის ელექტროსადგურების კომპონენტების 60% ადგილზე აწარმოოს - მამუკა მიქაშავიძე

ქვეყანას აქვს პოტენციალი, ქარის ელექტროსადგურების კომპონენტების 60% ადგილზე აწარმოოს - მამუკა მიქაშავიძე

BM.GE26 მაისი, 2026, 03:00|bm.ge

ქვეყანას აქვს პოტენციალი, ქარის ელექტროსადგურების კომპონენტების 60% ადგილზე აწარმოოს - ამის შესახებ BMG-სთან „ქარის ენერგიის ასოციაციის“ პრეზიდენტი მამუკა მიქაშავიძე საუბრობს. მისი თქმით, წარმოების ლოკალიზაცია პროექტების ღირებულებას თითქმის ნახევრით შეამცირებს და საქართველოს რეგიონულ ჰაბად აქცევს.

მამუკა მიქაშავიძის განმარტებით, დღეისთვის საქართველო სრულად არის დამოკიდებული უცხოურ ტექნოლოგიებზე. ეს კი, ზრდის პროექტების ღირებულებას. გამოსავალი ადგილობრივი საწარმოების შექმნაშია.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ რთული გენერატორების წარმოებაზე, რომლებსაც მსოფლიოში მხოლოდ 3-4 გიგანტი აკეთებს. საუბარია ქარის სადგურის იმ 60%-ზე, რომლის დამზადება საქართველოში დღესვეა შესაძლებელი. ეს არის 100 მეტრიანი კოშკურები, ფრთები, ლიფტები, ფუნდამენტის დეტალები და სხვა შემავსებელი მასალები,“ - აცხადებს მიქაშავიძე BMG-სთან.

წარმოების არარსებობის ეკონომიკურ ზიანს ასოციაციის პრეზიდენტი კონკრეტული მაგალითით ხსნის. მისი განმარტებით, კასპში მიმდინარე 200-მეგავატიანი პროექტისთვის ინვესტორს 33 ერთეული კოშკურის იმპორტი უწევს.

„თითო კოშკურა 800-900 ათასი დოლარი ღირს, რასაც ემატება უზარმაზარი ლოგისტიკური ხარჯი. ადგილზე წარმოების შემთხვევაში, სადაც მუშახელი და მეტალი გაცილებით იაფია, ვიდრე ევროპაში, პროექტის ინსტალაციის ფასი 40-45%-ით შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი დახარჯული მილიონიდან თითქმის ნახევარი ქვეყანაში დარჩება,“ - აცხადებს მიქაშავიძე.

მისი თქმით, რომ საქართველომ უცხოელ პარტნიორებს მხოლოდ პროდუქციის შესყიდვა კი არ უნდა შესთავაზოს, არამედ ერთობლივი საწარმოების გახსნა.

„ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ PPP (საჯარო და კერძო თანამშრომლობის) კონტრაქტის იდეით. ჩინელმა თუ დასავლელმა მწარმოებლებმა კეთილი უნდა ინებონ და ტექნოლოგია აქ შემოიტანონ. ჩვენ ვიყიდით ლიცენზიას, გავხსნით საწარმოებს და ადგილზე გამოვუშვებთ პროდუქციას. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალგაზრდების სწავლებას და ინტეგრაციას მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში“.

მიქაშავიძის თქმით, მსგავსი წარმოება ამჟამად არც აზერბაიჯანს აქვს და არც სომხეთს. მხოლოდ თურქეთია რეგიონში მოთამაშე. თუ საქართველო შექმნის ბაზას, ის შეძლებს კომპონენტების ექსპორტზე გატანასაც, რაც ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„ჩვენ არ ვითხოვთ ფულს, ჩვენ ვითხოვთ ნებას, რომ წარმოება განვითარდეს. სახელმწიფომ უნდა თქვას - „მე მხარს ვუჭერ ადგილობრივ წარმოებას“. ამას უნდა მოჰყვეს საგადასახადო შეღავათები და შეერთების გარანტიები. თუ ინვესტორი ნახავს, რომ საქართველოში წარმოებული კომპონენტების გამოყენებისას მას სახელმწიფო უკეთეს პირობებს სთავაზობს, წარმოება მომენტალურად დაიწყება,“ - ამბობს მამუკა მიქაშავიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE