მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს
ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 19:27|bm.ge

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისტორიაში პირველად, ქვეყანაში 100 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.

100 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება სტაბილურად იზრდება დანარჩენ მსოფლიოშიც, რაც მოსახლეობის დაბერების ტენდენციების გლობალურ ცვლილებას ასახავს. ჯანდაცვის, კვებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებამ საუკუნოვან ასაკამდე მიღწევა იმაზე მეტი ადამიანისთვის გახადა შესაძლებელი, ვიდრე ოდესმე, თუმცა ეს მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება.

გლობალურ ლიდერად იაპონია რჩება, სადაც დაახლოებით 107 000 ასწლოვანი მოქალაქე ცხოვრობს. ქვეყანაში სიცოცხლის მაღალ ხანგრძლივობას ხელს ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა, პრევენციული მედიცინა და კვების ტრადიციული ჩვევები უწყობს;

შეერთებულ შტატებში 100 წლის ან მეტი ასაკის დაახლოებით 64 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის დიდ რაოდენობასა და სამედიცინო მომსახურების განვითარებას უკავშირდება, თუმცა რეგიონებსა და სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებს შორის განსხვავება მაინც შეინიშნება.

ჩინეთში ასწლოვანთა რიცხვი დაახლოებით 39 000-ს აღწევს. ეს მაჩვენებელი სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების, ეკონომიკური ზრდისა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგია, განსაკუთრებით ურბანულ რაიონებში.

ინდოეთში დაახლოებით 29 000 ასწლოვანი ადამიანია. აღნიშნული მონაცემი მოსახლეობის მასშტაბსა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას უსვამს ხაზს, თუმცა ქალაქებსა და სოფლებს შორის სხვაობა კვლავ საგრძნობია.

რეიტინგში მოწინავე პოზიციებს ევროპული ქვეყნებიც იკავებენ. საფრანგეთში ძლიერი ჯანდაცვისა და პრევენციული სისტემების დამსახურებით დაახლოებით 29 000 ასწლოვანი ცხოვრობს. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ ქვეყანაში - იტალიაში - ეს მაჩვენებელი 21 000-ს შეადგენს. გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში, ცხოვრების მაღალი სტანდარტისა და სამედიცინო პროგრესის წყალობით, დაახლოებით 18 000-18 000 ასწლოვანია რეგისტრირებული, ხოლო ესპანეთში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობას ცხოვრების წესი და ჯანდაცვა განაპირობებს - დაახლოებით 14 000.

რუსეთში 100 წელს გადაცილებული დაახლოებით 13 000 ადამიანია. ამასთან, რეგიონული და ეკონომიკური უთანასწორობის გამო, სიცოცხლის ხანგრძლივობა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად განსხვავდება და ურბანულ ცენტრებში შედარებით მაღალია.

მთლიანობაში, ასწლოვან მოქალაქეთა რაოდენობის მატება ფართო დემოგრაფიულ გარდამავალ ეტაპზე მიუთითებს. ქვეყნებში, სადაც ძლიერი ჯანდაცვა, სტაბილური ეკონომიკა და ჯანსაღი ცხოვრების წესია, 100 წელს გადაცილებულთა რაოდენობა გაცილებით მაღალია, სხვა ქვეყნები კი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად ამ მაჩვენებელს თანდათან უახლოვდებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?

"რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?

BM.GE

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

BM.GE

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

BM.GE

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

BM.GE