
ქვეყნები, სადაც ტურისტების რაოდენობა ადგილობრივ მოსახლეობას აჭარბებს
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები ყოველთვის არ ემთხვევა იმ ქვეყნებს, სადაც ერთ მცხოვრებზე ვიზიტორების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მცირე ზომის სახელმწიფოებში წლიური ტურისტული ნაკადები ხშირად ბევრჯერ აღემატება ადგილობრივ მოსახლეობას.
იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც ტურისტების რაოდენობა ადგილობრივ მოსახლეობას აჭარბებს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) უახლეს მონაცემებს და მსოფლიო ბანკის მოსახლეობის სტატისტიკას ეყრდნობა.
ამ ანგარიშების თანახმად, ანდორა ამ მხრივ უპირობო ლიდერია. ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 82 000-ს შეადგენს, წელიწადში დაახლოებით 4.2 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს. შესაბამისად, ერთ მცხოვრებზე 51 ტურისტი მოდის, რაც ხუთჯერ მეტია მეორე ადგილზე მყოფი მონაკოს მაჩვენებელზე.
პირენეის მთებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მოქცეული ანდორა ტურისტების დიდ ნაწილს სწორედ ამ ორი მეზობელი ქვეყნიდან იღებს. ბოლო წლებში ქვეყანამ ასევე მიიზიდა ვიზიტორების მზარდი რაოდენობა გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან და აშშ-დან.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აეროპორტიც კი არ აქვს, ანდორა წამყვან ტურისტულ მიმართულებად იქცა. ტურიზმზე ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით ოთხი მეხუთედი მოდის.
ვიზიტორებს იზიდავს ადგილობრივი სამთო-სათხილამურო კურორტები, სპა ცენტრები და მთის პეიზაჟები, განსაკუთრებით დედაქალაქ ანდორა-ლა-ველას გარშემო. ქვეყნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი უბაჟო ვაჭრობის (duty-free) სტატუსია.
TOP-15 ქვეყანა ერთ მცხოვრებზე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობით:
# ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ერთ მცხოვრებზე 1 ანდორა 50.86 2 მონაკო 9.01 3 მალტა 6.26 4 ისლანდია 5.58 5 პალაუ 5.28 6 ალბანეთი 4.83 7 ბაჰამის კუნძულები 4.66 8 ბაჰრეინი 4.17 9 ხორვატია 3.97 10 ანტიგუა და ბარბუდა 3.52 11 მონტენეგრო 3.26 12 სან-მარინო 3.20 13 მალდივის კუნძულები 3.20 14 კვიპროსი 2.97 15 ლიხტენშტაინი 2.91
მაშინ როცა ანდორას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, რეიტინგის სათავეში მყოფი სხვა ქვეყნების უმრავლესობა კუნძულოვანი სახელმწიფოა. ხმელთაშუა ზღვის, კარიბის აუზის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები დიდწილად უცხოელ ვიზიტორებზე არიან დამოკიდებულნი.
მაგალითად, მალტა ერთ ადგილობრივზე 6.3 ტურისტს მასპინძლობს და მცირედით უსწრებს ისლანდიას, სადაც ეს მაჩვენებელი 5.6-ს შეადგენს.
კარიბის აუზის ქვეყნებს შორის ბაჰამის კუნძულები ლიდერობს (4.7 ტურისტი ერთ მცხოვრებზე), რასაც მოსდევს ანტიგუა და ბარბუდა (3.5) და ბარბადოსი (2.5). ინდოეთის ოკეანეში მალდივები და სეიშელის კუნძულები ერთ მცხოვრებზე შესაბამისად 3.2 და 2.8 ტურისტს იღებენ.
რეიტინგი არ შემოიფარგლება მხოლოდ მიკროსახელმწიფოებითა და კუნძულებით. პორტუგალიის, ავსტრიისა და ხორვატიის მოსახლეობა მილიონებს შეადგენს, თუმცა ისინი ყოველწლიურად მაინც იმაზე მეტ საერთაშორისო ტურისტს იღებენ, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავთ.
BM.GE
წყარო: bm.ge