
რა არის სტეიბლკოინი და რომელია ყველაზე პოპულარული?
ციფრული აქტივები სულ უფრო პოპულარული ხდება, გლობალურ ფინანსურ სისტემაში კი მათ უკვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კრიპტოვალუტების არსებობა ფაქტობრივად შეუძლებელია სტაბილური კრიპტოვალუტების, ე.წ. სტეიბლკოინების გარეშე, რომელთაც ტრადიციულ ფინანსურ სისტემაში ნაღდი ფულის მსგავსად გამოიყენებენ.
იმ დროს, როდესაც ბიტკოინი და ეთერიუმი დიდი მერყეობით გამოირჩევიან, სტეიბლკოინის ფასი მუდმივად ერთ ნიშნულზე რჩება.
ეს აქტივი რომელიმე სტაბილურ ვალუტას ან ძვირფას ლითონს არის მიბმული, რის გამოც ერთი ციფრული დოლარის ღირებულება ყოველთვის ერთი აშშ დოლარის ტოლფასია. შესაბამისად, ერთი GELT-ის ფასი ყოველთვის 1 ლარის ეკვივალენტი იქნება - არც მეტი, არც ნაკლები.
რაც შეეხება სტაბილურობის მექანიზმებს, ამ პროცესს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. სისტემა ეყრდნობა ფიზიკურ რეზერვს; კრიპტოკოლატერალიზაციას, როდესაც გარანტად სხვა კრიპტოვალუტა გამოიყენება; ან ალგორითმულ სტაბილურობას, რომელსაც კომპიუტერული კოდი არეგულირებს.
სტეიბლკოინებით თანხის გადარიცხვა ტრადიციულ გზებთან შედარებით უფრო სწრაფი და იაფია, რის გამოც მომხმარებლები მას საერთაშორისო გზავნილებისთვის, დეცენტრალიზებულ ფინანსებში სესხების მისაღებად ან ბაზრის მერყეობის დროს ფასის ჰეჯირებისთვის აქტიურად იყენებენ.
ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინები:
#1 — Tether (USDT)კაპიტალიზაცია: $189.4 მილიარდიგამომშვები: Tether
#2 — USD Coin (USDC)კაპიტალიზაცია: $76.4 მილიარდიგამომშვები: Circle
#3 — USDS (USDS)კაპიტალიზაცია: $11.1 მილიარდიგამომშვები: Sky Protocol
#4 — World Liberty Financial USD (USD1)კაპიტალიზაცია: $4.8 მილიარდიგამომშვები: World Liberty Financial
#5 — Ethena USDe (USDE)კაპიტალიზაცია: $4.5 მილიარდიგამომშვები: Ethena
BM.GE
წყარო: bm.ge