მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ბიუჯეტი აქვს სახელმწიფო კომპანია "სთარინგ ჯორჯიას", რომელსაც ქანიე უესთი თბილისში ჩამოჰყავს
რა ბიუჯეტი აქვს სახელმწიფო კომპანია "სთარინგ ჯორჯიას", რომელსაც ქანიე უესთი თბილისში ჩამოჰყავს

რა ბიუჯეტი აქვს სახელმწიფო კომპანია "სთარინგ ჯორჯიას", რომელსაც ქანიე უესთი თბილისში ჩამოჰყავს

BM.GE6 მაისი, 2026, 14:47|bm.ge

Kanye West საქართველოში ჩამოდის. კონცერტი 12 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება. ღონისძიების დაფინანსებას და ორგანიზებას კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო შპს "სთარინგ ჯორჯია" უზრუნველყოფს.

"მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელი, Kanye West, YE, საქართველოში ლაივ შოუს Starring Georgia-ს მეოთხე სეზონის ფარგლებში გამართავს"- ნათქვამია "სთარინგ ჯორჯიას" განცხადებაში.

შპს "სთარინგ ჯორჯია" 2024 წლის ნოემბერში, რამდენიმე სახელმწიფო შპს-ს კონსოლიდაციით დაფუძნდა, ესენი იყვნენ "ბლექ სი არენა ჯორჯია" და "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი". რის შედეგადაც ამ კომპანიამ გადაიბარა 2022 წლის დეკემბერში დაწყებული პროექტი Starring Georgia. უფრო დეტალურად, 2022 წლის დეკემბერში მაშინდელმა მთავრობამ, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა დაანონსა ორწლიანი კონცერტების პროგრამა, რომელსაც საქართველოს ტურისტული პოტენციალი უნდა გაეძლიერებინა და პოსტ-პანდემიური აღდგენისთვის უნდა შეეწყო ხელი. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 70 მლნ ლარი, რომელიც სუბსიდიის სახით "ბლექ სი არენას" გადაერიცხა. კომპანიას აღნიშნული სუბსიდია 2023-2024 წლებში გასამართ კონცერტებზე უნდა დაეხარჯა. 2023 წელს, ძირითადად ზაფხულის სეზონზე კომპანიამ დააორგანიზა კონცერტების სერია და შეკვეთილში The Killers-ს, დინამო არენაზე კი Imagine Dragons-ს უმასპინძლა, 1 ოქტომბერს კი თბილისში დინამო არენაზე ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართა. კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ამ წელს ბილეთების გაყიდვით 15.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, სპონსორებიდან მიღებული შემოსავალი კი 3 მილიონი ლარი იყო. მთლიანობაში კომერციულმა შემოსავალმა 19.2 მილიონი ლარი შეადგინა. არტისტების ჰონორარებზე კი 37.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელს კომპანიას 8 მილიონი ლარით მეტი დაუჯდა არტისტების ჩამოყვანა, ვიდრე ბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი იყო.

2024 წელს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული კონცერტების პროგრამა შედარებით მცირე მასშტაბს ატარებდა, პროექტის ფარგლებში გაზაფხულზე შეკვეთილში გაიმართა OneRepublic-ის და Scorpions-ის კონცერტები, ხოლო Massive Attack-ის კონცერტი, რომელიც 28 ივლისს იგეგმებოდა გაუქმდა. ამ წელს ბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი იყო 3.2 მილიონი ლარი, სპონსორობის შემოსავალი კი 1.1 მილიონი ლარი. მთლიანობაში პროექტის კომერციული შემოსავალი 6.3 მილიონ ლარს შეადგენდა, არტისტების ჰონორარი კი ხარჯებს აღემატებოდა და 7.2 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება 2025 წელს, ამ წელს პროექტმა ორი მსხვილმასშტაბიანი კონცერტი დააფინანსა, ეს იყო Guns N’ Roses-ის კონცერტი 31 მაისს, რომელიც შეკვეთილში გაიმართა და ჯასტინ თიმბერლეიქის კონცერტი, რომელიც 23 ივლისს გაიმართა. სახელმწიფო კომპანიას 2025 წლის ფინანსური ანგარიში გასაჯაროებული არ აქვს, შესაბამისად, უცნობია რა იყო ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა და რამდენი მილიონი ლარის ჰონორარი გადაუხადეს არტისტებს.

2026 წელს კი სახელმწიფო კომპანია ქანიე უესთის კონცერტს აორგანიზებს, რომელიც 12 ივნისს გაიმართება. მთლიანობაში თითოეული იმ წლისთვის, რომლის შესახებაც გამოქვეყნებულია ფინანსური ინფორმაცია, ირკვევა რომ კომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციით მიღებული თანხა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არტისტების ჰონორარებს. ამასთან, გარდა არტისტების ხელფასებისა, "სთარინგ ჯორჯიას" აქვს არაერთი სხვა ხარჯი - მათ შორის მარკეტინგული, ცვეთის, კომუნალური, საიჯარო, საგადასახადო, ადმინისტრაციული და სხვა მიმართულებებით, რაც 2023-2024 წლებში ჯამურად 31.8 მილიონ ლარს შეადგენდა. აქედან უშუალოდ სახელფასო ხარჯები 6.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ერთ კომპანიას მიენიჭა, ერთს - გაუუქმდა | განკარგულებები

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ერთ კომპანიას მიენიჭა, ერთს - გაუუქმდა | განკარგულებები

BM.GE

ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდა

ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდა

BM.GE

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული - მარიამ ქვრივიშვილი

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

ვიმედოვნებთ, მთავრობა დახმარებას გაგვიწევს და ჩვეულ რეჟიმში შევძლებთ ოპერირების გაგრძელებას - Georgian Airways

ვიმედოვნებთ, მთავრობა დახმარებას გაგვიწევს და ჩვეულ რეჟიმში შევძლებთ ოპერირების გაგრძელებას - Georgian Airways

BM.GE