მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ეღირება საქართველოს C5 კატეგორიის ვიზა|დადგენილება დამტკიცებულია
რა ეღირება საქართველოს C5 კატეგორიის ვიზა|დადგენილება დამტკიცებულია

რა ეღირება საქართველოს C5 კატეგორიის ვიზა|დადგენილება დამტკიცებულია

BM.GE8 მაისი, 2026, 15:33|bm.ge

ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა, რომლის შემოღებაც პარლამენტმა მიმდინარე წლის აპრილში დაამტკიცა, მთავრობის დადგენილებაში აისახა.

აღნიშნული ვიზა სპეციალურად დისტანციურად მომუშავე, მაღალშემოსავლიანი პირებისთვისაა შექმნილი.

კერძოდ, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებას C5 კატეგორიის ვიზაზე ჩანაწერი დაემატა.

C5 კატეგორიის ვიზა არის მრავალჯერადი, მოკლევადიანი ვიზა, რომელიც 5 წლის ვადით გაიცემა, ხოლო საქართველოში ყოფნის უფლებას 1 წლის ვადით იძლევა. ვიზა e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაიცემა.

დადგენილების თანახმად, C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა გაიცემა სავიზო განაცხადის წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს. დამატებითი გარემოებების გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 10 სამუშაო დღის ვადაში.

რაც შეეხება ღირებულებას, სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვა 300 აშშ დოლარია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE